ოტონ ჟუპანჩიჩი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოტონ ჟუპანჩიჩი
დაბ. თარიღი 23 იანვარი, 1878
დაბ. ადგილი სოფ. ვინიცა
გარდ. თარიღი 11 ივნისი, 1949
გარდ. ადგილი ლუბლიანა
საქმიანობა პოეტი
ეროვნება სლოვენი

ოტონ ჟუპანჩიჩი (სლოვაკ. Oton Župančič; დ. 23 იანვარი, 1878, სოფ. ვინიცა – გ. 11 ივნისი, 1949, ლუბლიანა), სლოვენი პოეტი. სლოვენიის ხელოვნებისა და მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1938). ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო როგორც "სლოვენიის მოდერნის" (ახალგაზრდა ლიტერატორთა დაჯგუფება, რომელიც ლიტერატურასა და პოლიტიკაში ჩამორჩენილობის წინააღმდეგ ილაშქრებდა) ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. თავის პოეზიაში ასახა სლოვაკი ხალხის ეროვნული და სოციალური ტრაგედია. ჟუპანჩიჩს ეკუთვნის კრებულები: "თრობის ფიალა" (1899), "საუბარი საკუთარ თავთან" (1908), "გველის სურო თოვლქვეშ" (1945) და სხვა. იყო დრამატურგიც, მთარგმნელიც და პუბლიცისტიც.

ლიტერატურა[რედაქტირება]