ოსკარ პიასტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოსკარ პიასტრი
დაიბადა 6 აპრილი, 2001 (2001-04-06) (23 წლის)
მელბურნი, ვიქტორიის შტატი, ავსტრალია
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კარიერა
ეროვნება ავსტრალიის დროშა ავსტრალიელი
გუნდ(ებ)ი McLaren
მანქანის ნომერი 81
რბოლა 25 (25 სტარტი)
ჩემპიონი 0
მოგება 0
კვარცხლბეკი 2
ქულები 125
პოულ პოზიცია 0
უსწრაფესი წრე 2
პირველი რბოლა ბაჰრეინის გრან პრი 2023
ბოლო რბოლა ავსტრალიის გრან პრი 2024

ოსკარ ჯეკ პიასტრი (ინგლ. Oscar Jack Piastri; დ. 6 აპრილი, 2001) — ავსტრალიელი ავტომრბოლელი, რომელიც ამჟამად ასპარეზობს ფორმულა 1-ში და წარმოადგენს გუნდ McLaren-ს.

პიასტრიმ 2019 წელს R-ace GP-ს გუნდის სახელით მოიგო ფორმულა რენოს ევროთასი. ასევე მოიპოვა გამარჯვებები 2020 წლის FIA ფორმულა 3-ის ჩემპიონატსა და 2021 წლის ფორმულა 2-ის ჩემპიონატში (Prema Racing-ის გუნდი). ის არის პირველი მრბოლელი ავტოსპორტის ისტორიაში, რომელმაც თავისი დებიუტის წელსვე მოიგო რენოს ევროთასი, ფორმულა 3 და ფორმულა 2-ის ჩემპიონატები.