ომეტეპე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ომეტეპე — ვულკანური წარმოშობის კუნძული ნიკარაგუის ტბაში, ნიკარაგუაში. მისი სახელწოდება მომდინარეობს ნაუატური სიტყვიდან ome-ორი, tepetl-მთა, ორი მთა. ორი ვულკანი კონსეფსიონი და მადერასი შეერთებულია ვიწრო გეოგრაფიული ყელით. მისი ფართობი შეადგენს 276 კმ²-ს და ყველაზე დიდი კუნძულია ნიკარაგუის ტბაში. სიგრძით 31 კმ-ისაა, სიგანით 5-10 კმ-დე. კუნძული დასახლებულია 35 000 მაცხოვრებლით. განვითარებულია მეცხოველეობა, მეურნეობა და ტურიზმი. მოჰყავთ ბანანი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]