კონსეფსიონი (ვულკანი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კონსეფსიონი | |
| სიმაღლე |
1610 მ |
|---|---|
| მდებარეობა | |
| ტიპი | |
| ბოლო ამოფრქვევა |
2010 (გრძელდება) |
კონსეფსიონი (ესპ. Concepcion) — მოქმედი სტრატოვულკანი ცენტრალურ ამერიკაში (ნიკარაგუა). სიმაღლე 1610 მ. ვულკანი კონსეფსიონი მდებარეობს ტბა ნიკარაგუაში არსებულ კუნძულ ომეტეპეზე (ფართობი 276 კმ²). კონსეფსიონის სამხრეთით მდებარეობს ვულკანი მადერასი.
კონსეფსიონის კალთებზე აქტიურად მოქმედებენ ფუმაროლები. 1883 წლიდან მოყოლებული ვულკანი 25-ჯერ ამოიფრქვა.
უკანასკნელი ამოფრქვევა დაიწყო 2010 წელს.

