ომანები (Cricetinae), ძუძუმწოვრების ქვეოჯახი მღრღნელების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 5-36 სმ აღქევს. აერთიანებს 60-ზე მეტ გვარს, 240-მდე სახეობას. საქართველოში ომანების 3 სახეობაა (დაღესტნური, ამიერკავკასიური ომანი (Mesocricetus raddei) და რუხი ომანები (Cricetulus) ). აქტიური არიან ღამით. იკვებებიან თესლებით, ძირხვენ-გორგეულით, მცენარეთა ვეგეტატიური ნაწილებით, ცხოველებით. ზამთრისათვის საკვებს იმარაგებენ. წელიწადში 2-3-ჯერ მრავლდებიან. აზიანებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. გადააქვთ სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გამომწვევები. ომანების ბეწვი დაბალი ხარისხისაა.
- ქსე, ტ. 7, გვ. 523, თბ., 1984