ოლოლი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლოლი
CRW 2987.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
ქვეკლასი: ბეღურასნაირნი
რიგი: ბუსნაირნი
ოჯახი: ბუსებრნი
გვარი: Asio
სახეობა: ოლოლი
ლათინური სახელი
Asio otus
დაცვის სტატუსი

ოლოლი, ყურებიანი ბუ (Asio otus), ფრინველი ბუსნაირთა რიგისა. ოლოლის სხეულის სიგრძეა 36-37 სმ, ფრთების შვილი 1 , მასა 250 გრამს აღწევს. აქვს შავი ნისკარტი და ბრჭყალები, თავზე წაგრძელებული ბუმბულები ("ყურები"). ღამის ფრინველია. გავრცელებულია ევროპაში, მცირე აზიაში, ირანში, ქაშმირში, იაპონიაში, კორეაში, ჩინეთში, კანარის კუნძულებზე, ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში ბინადრობს დაბლობისა და მთის მაღალხეებიან ტყეებში, ვერტიკალურად 3 ათას მეტრს აღწევს. ბუდობს ხეებზე - უმთავრესად სხვა ფრინველთა ბუდეებში, იშვიათად ფუღუროში, მიწაზე. იკვებება თაგვისებრი მღრღნელებით (დღეში თითო ოლოლოს ულუფა 3 თაგვია) და მწერებით, რითაც სარგებლობა მოაქვთ.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჟორდანია რ., ქსე, ტ. 7, გვ. 522, თბ., 1984

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოლოლი&oldid=1974585-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე