ოლეგ ჟაკოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოლეგ პეტრეს ძე ჟაკოვი (დ. 19 მარტი, 1 აპრილი, 1905, სარაპული, ახლანდელი უდმ. ასსრ — გ. 4 მაისი, 1988 ), საბჭოთა ეპოქის რუსი მსახიობი. სსრკ სახალხო არტისტი (1960). 1929 დაამთავრა ლენინგრადის სასცენო ხელოვნების ტექნიკუმის კინოს განყოფილება. 1925-იდან იღებენ კინოში. პირველი მნიშვნელოვანი როლია რადისტი კურტ შეფერი ფილმში „შვიდი მამაცი“ (1936). სხვა როლები: იან დრაუნი („ჩვენ კრონშტადტიდან ვართ“, 1936), „როლფი“ („პროფესორი მამლოკი“, 1938), პაული („ჭაობის ჯარისკაცები“, 1938), დუდირიოვი („სასამართლო“, 1962). ჟაკოვის საუკეთესო როლია თედორე ტალანოვი ფილმში „შემოსევა“ (1945; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1946). 1970 წელს შეასრულა ბარმინის როლი ფილმში „ტბასთან“ (სსრკ სახელმწიფო პრემია). დაჯილდოებულია 3 ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება]