ოკინავას კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოკინავა
okinawa
თარგი:ქვეყნის მონაცემები okinawa მდებარეობა
დედაქალაქიNaha
26°28′ ჩ. გ. 127°55′ ა. გ. / 26.467° ჩ. გ. 127.917° ა. გ. / 26.467; 127.917
ოფიციალური ენა იაპონური
ფართობი
 -  სულ 1,206,96 კმ2 
მოსახლეობა
 -  2014 შეფასებით 1,301,462 
 -  სიმჭიდროვე 1,083.6 კაცი/კმ2 
ვალუტა იენა (YEN)
დროის სარტყელი UTC-9

ოკინავა არის კუნძული იაპონიაში, არქიპელაგი რიუკიუს ცენტრალურ ნაწილში. ის არის არქიპელაგის უდიდესი კუნძული, რომლის მთავარი ქალაქი არის ნაჰა. კუნძულის ფართობი არის 1206,96 კვადრატული კილომეტრი, აქედან დაახლოებით 640 კილომეტრი არის სამხრეთ იაპონიაში, დაახლოებით იგივე მანძლი ჩინეთის სანაპიროსთან და 500 კილომეტრი ჩრდილოეთ ტაივანში. 1945 წლის აპრილ-ივნისში მეორე მსოფლიო ომის დროს ოკინავა ამერიკულმა ჯარებმა დაიპყრეს. მასზე შეიქმნა ამერიკული სამხედრო ბაზა, გადამწყვეტი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც იაპონიის ყველა მისადგომს აკონტროლებდა. ომის შემდეგ კუნძული ამერიკის ადმინისტრაციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა 1972 წლამდე. ასევე ოკინავამ ითამაშა კრიტიკული როლი კორეის ომში, ვიეტნამის, ავღანეთის და ერაყის ომებშიც.

ოკინავას მოსახლეობა ცნობილია, როგორც ყველაზე დიდხანს მცხოვრები. სინამდვილეში ყოველ ასი ათას ადამიანზე 34 ასწლიანი ადამიანი მოდის, რომელიც სამჯერ უფრო მეტია მთელ იაპონიაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანის არსებობის უძველესი სამხილი რიუკიუს კუნძლებზე არის ქვის ხანიდან და აღმოჩენილია ნაჰა და იაესეში. ზოგიერთი ადამიანის ძვლის ფრაგმენტი პალეოლითური ერადან იქნა მიწიდან ამოთხრილი, თუმცა ეს არ არის ნათელი სამხილი პალეოლითური ნარჩენების. იაპონური იომონების გავლენა დომინირებს ოკინავას კუნძულებზე, თუმცა თიხის ჭურჭელს საკიშიმა კუნძულებზე ძალიან ჰგავს ტაივანში აღმოჩენილ ჭურჭელს. მეორე მსოფლიო ომის ბოლოსკენ 1945 წელს ამერიკის არმია და საზღვაო ჯარი შეიჭრა ოკინავაში 185 000 ჯარისკაცით. მესამედი მოსახლეობის დაიხოცა. მხოლოდ 1945 წლის ოკინავას ბრძოლაში დაიღუპა მოსახლეობის მეოთხედი. ყველა ნაციონალობის გარდაცვლილებს მშვიდობის ქვაკუთხედი მიუძღვნეს. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს 1945 წელს რიუკიუს დამოუკიდებლობის მოძრაობა განვითარდა, მაშინ როცა ოკინავა იყო შეერთებული შტატების სამხედრო მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში 27 წელი. კორეის ომის დროს ოკინავაზე მიიტანა იერიში კადენას საჰაერო ბაზამ. ამან წარმოქმნა ცივი ომი ადგილობრივ მცხოვრებლებს და ამერიკელ სამხედროებს შორის. 1960 წლიდან ამერიკამ და იაპონიამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ამერიკას შეუძლია ბირთვული იარაღი შეიტანოს იაპონიის პორტებში. იაპონელები შეეცადნენ წინ აღდგომოდნენ ბირთვული იარაღის შეტანას საკუთარ ტერიტორიაზე იაპონიის არაბირთვული პოლიტიკის განცხადებით და სამი არაბირთვული პრინციპით. იარაღის უმეტესობა სავარაუდოდ დამალულ იქნა სამხედრო ბუნკერებში კადენას საჰაერო ბაზაზე. 1954-72 წლებში 19 სხვადასხვა სახეობის ბირთვული იარაღი გადანაწილდა ოკინავაში.1965-75 წლებში ოკინავა იყო მთავარი სამიზნე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომლის სამხედრო ოპერაციები მიმართული იყო ჩრდილოეთ ვიეტნამზე. ის იყო გეოგრაფიულად სტრატეგიული ადგილი, რათა ფარული დაბომბვის მისიები განხორციელებულიყო კამბოდასა და ლაოსზე. ანტივიეტნამური ომის ზარალი დაკავშირებული იყო ოკინავას იაპონიაში დაბრუნების მოძრაობასთან. დაპირისპირება გაიზარდა როგორც ნავარაუდევი იყო ოკინავაში და ვიეტნამის ომის ესკალაციის საშიშროება გაძლიერდა. ოკინავა მაშინ აღიქვეს , როგორც ჩინეთის პოტენციური სამიზნე ანუ კომუნისტური მთავრობას ეშინოდა შეერთებული შტატების მუქარის. 2007 წელს გაზეთ ოკინავა თაიმსის გამოკითხვის მიხედვით ოკინავიელების 85% წინააღმდეგი იყო ამერიკის სამხედროს ყოფნის მათ ტერიტორიაზე. სამხედრო ბურღების ხმაურის გამო და თვითმფრინავის ჩამოგდების რისკის გამოც, რომელიც გამოიწვევდა გარემოს დეგრადაციას. მეორე გამოკითხვის შედეგებით, რომელიც ჩატარდა 2010 წელს 43% ოკინავას მოსახლეობას სურდა ამერიკის ბაზების სრული დახურვა, 42%-ს სურდა შემცირება და 11%-ს სურდა სტატუს ქუოს მხარდაჭერა. 2009 წელს ახალმა იაპონურმა მთავრობამ, რომელიც მოვიდა ძალაუფლებაში, გაყინა ამერიკის შეერთებული შტატების გადაადგილების გეგმა, მაგრამ 2010 წლის აპრილში ამ საკითხზე ინტერესი გამოხატა შესთავაზა რა სახეცვლილი გეგმა. ოკინავიელებს ამერიკის სამხედროებთან რთული დამოკიდებულება აქვთ და ამერიკის ბაზებზე მთელი რიგის გულისწყრომა მიმართლია ტოკიოში მთავრობაზე. ოკინავა არის ყველაზე ღარიბი პრეფექტურა იაპონიაში და ამერიკის ბაზებმა გამოიწვია კოლონიალისტურ/იმპერიალისტური დამოკიდებულება ტოკიოს მიერ.

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოკინავური ენა მიეკუთვნება იაპონურ-რიუკიანური ენის ჯგუფს. ჰატორი შირო, რომელიც არის ერთ-ერთ წამყვანი ლინგვისტი იაპონიაში, ამობს, რომ დრო, როდესაც ოკინავური და იაპონური დიალექტები დაშორდა ერთმანეთს იყო მეექვსე საუკუნის დასაწყისში და მეთორმეტე საუკუნის შუა ხანაში. ოკინავას ენა თავის მხრივ შეიცავს ბევრ დიალექტს. შურის ენა გამოიყენებოდა არისტოკრატების დიალოგებში შურის სასახლეში. ოკინავას უმეტესი სიმღერები და პოემები სწორედ ამ დიალექტზე არის შექმნილი. შურის დიალექტს ახასიათებს სირთულის მოკრძალებული ნიშნები, რომელიც განსხვავდება კლასის სქესის და ასაკის მიხედვით. მრავალფეროვნების პატივისცემის ფორმები იყო მკაცრად დაცული სამი სოციალურ ფენას, არისტოკრატს აზნაურს და უბრალოს შორის, ასევე კაცს და ქალს შრის და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს შორისაც კი.

დღესასწაულები[1][2][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოკინავა ცნობილია როგორც გართობის კუნძული, უამრავი ფესტივალითა და საოცარი წამროდგენებით. ტრადიციული ფესტივაბელი ასოცირებულია სპეციფიურ ოკინავას წელიწადის დროებთან, საზეიმო სამოსები და ტრადიციები ღრმადაა ფესვებგადგმული მვკიდრი მოსახლეობის წესჩვეულებანში. ჰაარი, რომელიც ტარდება ნაადრევად ზაფხულში, არის მეთევზეების ფესტივალი, გამომხატველი მადლიერებისა ზღვის მიმართ და ასევე სათხოვარი შინ მშვიდობით დაბრუნებისა უხვი ნადავლით.  ოდონის ფესტივალამდე, ახალგაზრდები გამოწუობილნი ფერად-ფერად სამოსში ასრულებენ „ეისას“ ცეკვებს მძლავრი დასარტყამი ინსტურმენტების რიტმის აკომპანიმენტით. სოფელი ხანდახან ორ გუნდად, აღმოსაველთ და დასავლეთად იყოფა, რათა ერთამენთს სხვადასხვა თამაშებში შეეჯიბრონ შემოდგომაზე. ტრადიციული კულტურული ფესტივალები საუკეთესო გზაა ოკინავას სულის შესაცნობად.  უამრავი ოკინავური ფესტივალთაგან ქვემოთ მოცემულია მათ შორის ყველაზე პოპულარულები. 

კუმი ოდორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

kumiodori

Kumi Odori არის ნარატიული სახის ტრადიციული ცეკვა, რომელიც წარმოიშვა, როგორც ფორმალური გასართობი ჩინელი დიპლომატებისთვის, რომლებიც იმყოფებოდნენ რიუკიუში(Ryūkyū). თავდაპირველად იგი შეიქმნა ცეკვის მინისტრ Tamagusuku Chôkun-ის მიერ 1719 წელს. იგი ვითარდებოდა და ყვაოდა 1879 წლამდე, სანამ არ განადგურდა რიუკიუს სამეფო(Kingdom of Ryûkyû). Kumi Odori განახლდა სამოცდაათიან წლებში და იაპონიის მთავრობის მიერ მიჩნეულია მნიშვნელოვან არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად. სამეფოს განადგურების შემდეგ ცეკვის ამ სახეობამ დიდი პოპულარობა ჰპოვა არისტოკრატთა შორისაც. დროთა განმავლობაში Kumi Odori ხელმისაწვდომი გახდა ფართო პუბლიკისთვისაც. ისევე როგორც ტრადიციული იაპონური დრამა, ყველა როლი სრულდებოდა მამაკაცების მიერ, მაგრამ მეოცე საუკუნის ბოლოს ქალებსაც შეეძლოთ მონაწილეობის მიღება და თამაში როგორც ქალების როლისა ასევე ახალგარდა ვაჟების.

Kumi Odori-ში იგრძნობა ნოს(Noh) დიდი ზეგავლენა, იყოს ეს პატარა სცენა, მისი დიზაინი თუ პირველი პიესები. მიუხედავად ამისა ნოში მოქმედება ხდება როდესაც მთავარი პერსონაჟი იხსენებს წარსულს, ხოლო კუმი ოდორი ყურადღებას აქცევს აწმყოს. ასევე მისი ფუნდამენტალური ფილოსოფია დაფუძნებულია კონფუციანიზმზე და არა ბუდიზმზე, როგორც ეს ნოში გვხვდება. მსახიობები არ ატარებენ ნიღბებს, მაგრამ მათი სახის გამომეტყველება ნეიტრალურია, მაგრამ ისინი ემოციას გადმოგვცემენ თვალებით.

დღესდღეობით კუმი ოდორის მომავალი ბუნდოვანია, რადგან საშუალოდ მისი მსახიობი დაახლოებით 60 წლისაა და რთულია ახალი სისხლის მოზიდვა რადგან პროფესიონალები უკვე დაკავებულები არიან თავიანთი ცხოვრებით. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, მათი მოტივაცია არ არის ისეთი, როგორიც იყო ძველად, რაც უთუო ზეგავლენას იქონიებს ხელოვნების ამ სახეობაზე.

ეისა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

eisa

კუნძულებს, რომლებსაც მოიცავს ოკინავა, გააჩნიათ თავიანთი დღესასწაულები და ადათ-წესები, რომლებიც განსხვავდება ქვეყნის სხვა ნაწილებილებისგან. ამის ერთ-ერთი მაგალითია ცნობილი ცეკვა სახელად ეისა(Eisa).

ეისა არის ტრადიციული ცეკვა დიდი ისტორიით. იგი წარმოიშვა ხალხური სიმღერისგან, რომელსაც მღეროდნენ ასეულობით წლის წინ. ცეკვის სტილი გაავრცელეს ახალგაზრდების ჯგუფებმა, რომლებიც თავიანთი წინაპრების პატივსაცემად ცეკვავდნენ ქუჩებში.

დღეს-დღეობით ბევრი წარმოდგენა იმართება, სადაც სხვადასხვა ჯგუფები იკრიბებიან და ასრულებენ ამ ცეკვას თავიანთი უნიკალური მუსიკით და ცეკვის სტილით. ზაფხულის ფესტივალი ნაჰაში: 10,000 ეისას მოცეკვავის აღლუმი(Summer Festival in Naha: The 10,000 Eisa Dancers' Parade) დაიწყო 1995 წელს. ეს ღონისძიება ტარდება აგვისტოს პირველ კვირა დღეს ეგრეთ წოდებულ საერთაშორისო ქუჩაზე, რომელიც არის ქალაქ ნაჰას(Naha) მთავარი ქუჩა.

ეისასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახეობის ღონისძიებები ტარდება ეგრეთ წოდებულ ეისას კვირის დროს, სადაც 10,000 ეისას მოცეკვავის აღლუმი არის მთავარი ღონისძიება. ახლის და ძველის საინტერესო შეხამებით, ეს აღლუმი არის ველური და ამაღელვებელი ცეკვების შეჯიბრება. აღლუმის ბოლოს იწყება დიდი ჯგუფური ცეკვა, რომლისთვისაც 1000 გამორჩეული მოცეკვავე ვარჯიშობდა ორი თვის განმავლობაში, რათა მათი მოძრაობები ყოფილიყო სინქრონიზირებული. ეს წარმოდგენა არის გრანდიოზული ფინალი ამ მასიური აღლუმისა.

ტოგიუ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

togyu

Tōgyū (闘牛) აგრეთვე ცნობილი როგორც ushi-zumo ან ხარების სუმო, არის სპორტი, რომელიც გვხვდება რიუკიუს კუნძულებზე. ის ასევე ტარდება იაპონიის სხვა რეგიონებშიც. დასავლეთში მცხოვრებთათვის ცნობილი, როგორც “ხარების ოკინავური ბრძოლა” ფუნდამენტალურად განსხვავდება ესპანური კორიდასგან, სადაც მატჩები ტარდება ადამიანსა და ხარს შორის და იღვრება სისხლი. Tōgyū-ს მეტი საერთო აქვს ჩრდილოეთ პორტუგალიურ ჩეგასსა(chegas) და შვეიცარიულ ძროხების ბრძოლასთან. მატჩის დროს ორი ხარი ერკინება ერთმანეთს და ცდილობს მოწინააღმდეგეს დააკარგინოს პოზიცია. ორივე ხარს ჰყავს მწვრთნელი, რომელიც ცდილობს დაეხმაროს თავის ხარს და ამხნევებს მას. შეჯიბრი მთავრდება მას შემდეგ რაც ერთ-ერთი ხარი იმდენად დაღლილია, რომ იგი ვეღარ განაგრძობს შერკინებას. მწვრთნელები დიდ ყურადღებას აქცევენ ხარებს, რათა ისინი არ დაშავდნენ, ხოლო დაშავების შემთხვევაში ბრძოლა უმალვე ჩერდება.

ეს სპორტი დაიწყო მე-17 საუკუნეში, (თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ იგი აქამდეც არსებობდა) როდესაც ფერმერებმა დაიწყეს ხარების შეჯიბრება გართობის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ Tōgyū-ს წარმოშობის ზუსტი დრო არ არის ცნობილი, ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს სპორტი ოკინავაში მეიძის ეპოქის(Meiji period) მეორე ნახევარში გახდა პოპულარული. შოვას ეპოქის დროს, Tōgyū-ს პოპულარობა კიდევ უფრო დიდი იყო. სოფლის მოსახლეობას ეკრძალებოდა ხარების ორთაბრძოლის ჩატარება, რადგან ისინი ზედმეტად დიდ დროს ატარებდნენ მათ ყურებაში და აღარ მუშაობდნენ.

1950-1960 წლებში ჩამოყალიბდნენ კონფერენციები რომლების ორგანიზირებას უწევდნენ ამ ღონისძიებებს. 1965 წელს პოპულარობამ ახალ პიკს მიაღწია, როდესაც ერთ-ერთმა ასეთმა ღონისძიებამ 10,000 მაყურებელი მოიზიდა.

იტომან ჰაარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტომან ჰაარი ტარდება ყოველ წელს 4 მაისს ქალაქ იტომანში, სადაც მეთევზეობა მთავარი ინდუსტრიაა. საოცარი ხუთასწლიანი ინსტორიის მატარებელი ტურნირი, ხასიათდება ენთუზიაზმით გამსჭვალული გულშემატკივრების მწვავე ყიჟინით.  ეს არის ყველაზე გადატვირთული პერიოდი კუნძლზე. ამ დროს ტარდება ოჯიმას ზღვის ღმერთის ფესტივალი. ფესტივალის მთავარი მოველნაა ოჯიმა ჰარი, ანუ ტრადიციული დრაკონის ნავების ბრბოლა. სულ ტარდება შვიდი განსხვავებული ბრბოლა, მათ შორის გამორჩეულია მესამე ნაგარებუნე და მეექვსე ცნობილი როგორც კუნკერაში  ნაგარებუნეს ბრბოლის დროს ნიჩბოსნები ხტებიან წყალში ხიდიდან და მიცურდებიან თავიანთ ნავებამდე და შემდეგ იწყებენ ბრბოლაში ჩაბმას. კუნკერაში გულისხმმობს რომ ნავები განზრახ, წინასწარ ამობრუნებულ მდგომარეობაში არის, მხოლოდ მასი გასწორების შემდეგ შეუძლიატ ნიჩბოსნებს ბრბოლაში ჩართვა. ზემოთ აღნიშნული ბრბოლები განსაკუთრებით თვალწარმტაცი სანახოაბაა და კარგად გამოხატავენ ოკინავას ხასიათს.

10,000 ეისას ცეკვის აღლუმი ამ ფესტივალის განვამვლობაში , კოკუსაის ქუჩა , ქალაქი ნაჰა , გადატვირთულია ბევრი ეისას გუნდებით მთელი კუნძულიდან . აღლუმი შედგება მრავალფეროვანი წარმოდგენებისაგან, მოიცავს რა, ტრადიციულ და ორიგინალურ ეისას ცეკვებს . გადახდის შემთხვევაში მსურველებს ნება ეძლევათ იცეკვნო ეისას აღლუმზე, თუკი გადახდას წინასწარ მოახერხებთ და ორი თვე მოემზადებით ნება გეძლევათ მონაწილეობა უშუალოდ არლუმში მიიღოთ . 

მანათობელი მშვიდობის სვეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

23 ივნისი არის მემორიალური დღე, დღე იმისათვის რომ პატივი მიაგონ ოკინავას ომში დაცემულ გმირებს და ილოცონ ხანგრძლივი მშვიდობისათვის. მშვიდობის მემორიალურ პარკში, რომელიც მდებარეობს მაბუნის გორაკთან იტომანში ,სადაც ომის უკანასკნელი ბრძოლა გაიმართა, ხუთ კაშკაშა შუქურას, რომელთაც უწოდებენ მანათობელ მშვიდობის სვეტებს, რთავენ და მათ სხივებს უშვებენ ღამის ცაში მემორიალურ დღეს. შუქურები სამხედრო დაზვერვისთვის არის შექმნილი. დღეისათვის ეს შუქურები წარმოადგენს მძლავრ კაშკაშა სხივს, რომლებზეც ხალხი ლოცულობს მშვიდობისათვის, მათი დანახვა შესაძლებელია ისეთი შორი ადგილიდან როგორიც ქვემოუბანი ნაჰაა. სხივები გადასცემს ხსოვნას მოამვალ თაობას და გაფრთხილებას, რომ მსგავსი ომი თავიდან აიცილონ.

  სრულიად ოკინავას ეისას ფესტივალი/ორიონის ლუდის ფესტივალი [რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოკიავაში ჩატარებულ ეისას ყოველწლიურ ღონისძიებებს შორის ყველაზე დიდი სრულიად ოკინავას ეისას ფესტივალია,სადაც  ახალგაზრდებისაგან შემდარი ეისას  ჯგუფები კუნძულის ყველა მხრიდან იკრიბებიან საკუთარი ცეკვების წარმოსადგენად. ადგილობრივი ახალგაზრდული ჯგუფები რეპეტიციებს ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისიდან გადიან,ხოლო ფესტივალის დღეს კი ახალგაზრდა თუ ხანში შესული ოკაველები,მიუხედავად ასაკისა,ერთიანდები რათა გადმოსცენ კუნძულის სულისკვეთება. ფესტივალზე დასწრება უფასოა გარდა მთავარი ტრიბუნისა,სადაც მთავარი ღონისძიებები ტარდება.იქვე იმართება ორიონის ლუდის ფესტივალი,სადაც შესაძლებელია ზაფხულის გრძელი ღამით დატკბობა საუკეთესო ლუდთან ერთად. ყველა ასაკის ადამიანი ჩადის ოკიავაში რათა ისიამოვნოს ორიონის ლუდის ფესტივალით.ადგილობრივი შემსრულებლებისაგან შემდგარი კონცერტები და საოცარი ფეიერვერკი ფესტივალის გრანდიოზული დასასრულია.

ანგამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანგამა (ივლისის 13-15 რიცხვებში მთვარის კალენდრით, მდებარეობა : შურიჯოს სასახლის პაკში / კოკუსაის ქუჩა ქალაქი ნაჰა ) . ცნობილი როგორც უდიდესი ჰაარი ოკინავაზე, ნაჰა ჰაარი არის გამორჩეული და მეტად სიმბოლური დღესასწაული იაპონიის ოქროს კვირაში. ჰაარის ბრბოლები ტარდება ფესტივალის პირველ და მესამე დღეს. სტუმრებს აქვთ საშუალება გაერთონ დრაგონის ნავზე გასეირნებით მეორე დღეს, როდესაც ბრბოლები არარის დადგმული, ეს ის დროა როცა უგან ჰაარისა და ჰონ ჰაარისათვისაა განკუთვნილი მესამე დღე. მუსიკალური კონცერტები, ფოკლორული პერფორმანსები და შუშხუნები გაართობენ მნახველებს მთელი სამი დღე. დღესასწაულს ესწრება ორასი ათასზე მეტი მნახველი ყოველ წელს, მათ რიგებშია ტურისტების დიდი რიცხვი კონტინენტიდან, იაპონიიდან და უცხოეთიდან. 

პანტუ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პანტუ (მთვარის კალენდრის სექტემბერი) მდებარეობა  ( Hirara Shimajiri ) . პანტუ ესარის რელიგიურ/ანიმისტური დღესასწაული , რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ატარებდენ უკვე მრავალი საუკუნეა , რათა დააფრთხონ , განდევნონ ავი სულები და ილოცონ კეთილდღეობასა და ჯანმრთელობისთვის . მთვარის კალენდრით ჩვეულება გრძელდება ნაადრევი სექტემბრის სამი დღის განვამვლობაში . ადგილობრივი მოსახლეობა იღებავს მთელ სხეულს ტალახით და იმოსება ფოთლებითა და სათანადოდ გამოთლილი, მრუდხაზიანი, ფორმის ნიღბებით რათა დაემსგავსონ პანტუს , ბუნებრივი ღმერთები ქუჩებშ დააბიჯებენ, რათა ხალხი ტალახით დალოცონ, განსაკუთრებით ლოცავენ ახალშობილებს და ხალხს ვინც სახლები ახლახან, რამდენიმე წელია ააშენეს. პანტუ ხადნახან მისდევს იმ ხალხს ვისაც თავის არიდება სურს გატალახიანებისაგან, ხშირად ბავშვების ტირილის მიზეზადაც ევლინებიან. ტალახი რომელსაც დღესასწაულისათვის იყენებენ მოაქვთ ადგილობრივი წმინდა ჭიდან, და ითვლება რომ იღბლის მომტანია თუ წაუსმევენ ადამიანს ან სახლს.

 ფესტივალი ნაჰა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვირა დღეს , ოქტომბერის მეორე ორშაბათამდე. (იაპონიის ნაციონალური ჯანმრთელობისა და სპორტის დღე) . ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნაჰას ფესტივალი, რომელიც გრძელდება სამ დღეზე მეტს უქმეებზე ნაადრევ ოქტომერში . ყველა ნაჰას მაცხოვრებელი განსჭვალულია სადღესასწაულო სულით და მზადაა აღნიშვნისათვის . პირველ დღეს კოკუსაის ქუჩაზე იმართება აღლუმი რომელიც მოიცავს ტრადიციულ ხალხურ სიმღერებს მუსიკასა და წარმოდგენებს, ასევე ცოცხალი სასცენო დადგმები ონოიამას პარკში აეროპორტთან ახლოს დაახლოებით საღამოს რვა საათზე. დღესასწაულს აფორმებენ შუშხუნებით. ნაჰას დიდებული Tug-Of-War რომელიც არის მთავარი მოვლენა დღესასწაულისა ტარდება კვირას, მეორე დღეს სამდღიანი ფესტივალისა.

შუჯიროს სასახლის ფესტივალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული შურის ციხე,რომელიც დაანგრიეს ოკინავას ბრძოლის დროს 1945 წელს და შემდეგ აღადგინეს და პირვანდელი სპეციფიკური სახე დაუბრუნეს, მასპინძლობს ამ ისტორიული ფესტივალს და მიმდინარე მოვლენებს პარასკევს და შაბათს,საზეიმო უქმეები მოიცავს როგორც ტრადიციულ, ასევე საშემსრულებლო ხელოვნების კვირას. შურის ციხე ქვემო ეზო ხდება სპეციალურად მოწყობილი ზონა  საოცარი დადგმებისათვის . ფესტივალი, სთავაზობს რიუკიუს კლასიკური ცეკვების პარასკევს, და შემდეგ კვლავ განმეორებით პროგრამას შაბათს. არსებობს ასევე რიუკიული მუსიკალური კონცერტი პარასკევს საღამოს და კიდევ ერთხელ, შაბათს დილით . საზეიმო ღონისძიებები შაბათს დილიდან იწყება და  ჩინური დესპანისა და თანამდებობის პირთა მსვლელობას მოიცავს . მსვლელობა ხდება სხვადასხვა კარიბჭების გარშებო გარშემო შურის ციხისა. ცერეომიით გარედან დატკბობა უფასოა, ხოლო შოდა ეზოდან თვალყურის დევნება მსურველთათვის გადასახადს მოითხოვს.

შედეგი ფესტივალი სანახაობრივი რიუკიუს დინასტიური აღლუმი არის. 1500-ზე მეტი მონაწილე აღლუმშია ჩართული, ქვემოთ ნაჰას ცნობილ კოკუსაის ქუჩაზე, ფერად და ლამაზ კოსტიუმებში გამოწყობილნი . აღლუმი ასევე იძლევ შესაძლებლობას, რომ ღირსეული მეფე რიუკიუსა და მისი ელეგანტური დედოფალი იხილოთ. ეს ნაწილი ნაჰას ფესტივალისა უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ შანსი ადგილობრივებს , რომ ლამაზად გამოწეყონ ,ეს არის მკვდრეთით აღგონა აყვავებული რიუკიუს დინასტიისა და  ყოველი მისი ბრწყინვალებისა !

შუჯიროს სასახლის ბაღის საახალწლო აღნიშვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ცერემონია არის ხელახალი გამეორება ჩაჰაიოშიკის (ახალი წლის ცერემონიის), იგი მოციავს ლოცვას რიუკიუს სამეფოს აყვავებისათვის. იგი ტარდება ახალი წლის პირველი დღის დილით. მნახ ველებს სთავაზობენ შესანიშნავ ლიქიორს ან ჩაის დღეგრძელობისა და ბედნიერებისათვის წლის განმავლობაში. ასევე ტარდება რიუკიული ცეკვები და ტრადიციული წარმოდგენები დემონსტრირებას, ახდენენ კლასიკური ცეკვებისა და ტრადიციული საშემსრულებლო ხელოვნების, ეს ღონისძიება არის ხელახლი განმეორება მდიდრული ეროვნული ბანკეტისა რომელიც იმართება , დღის განმავლობაში , რიუკიუს სამეფოს მიერ რათა შეეგებონ  ჩინელ ელჩებს ოკინავაში , რომლებიც დაღცებიან იქ ოთხი ან რვა თვის განმავლობაში. შუჯიროს სასახლე , განსაკუთრებით სეოდენი ნათდება ღამით და საოცარ სანახაობას წარმოადგენს 

ოკინაველების ცხოვრების სტილი[3][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოკინავა იაპონიის პროვინციაა, იგი დაშორებულია იაპონიის სხვა კუნძულებისგან და აქ აქ მცხოვრები ხალხი განსხვავდებიან სხვებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ერია კულტურული სხვაობაა დაფიქსირებული. კერძით კი მათი ცხოვრების სტილი ძალზე განსხვავდება. ეს კულტურული სხვაობა ბუნებრივი ბარიერის მეშვეობით წარმოიშვა. კერძოდ კი დიდი წყლის სივრცის გამო. ოკინავას მაცხოვრებლები ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ხალხია მსოფლიოში, ვინაიდან აქ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საკმაოდ მაღალი დონეა დაფიქსირებული მაგალითად მამაკაცების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 79 წელს შეადგენს ხოლო ქალებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და იგი საშუალოდ 87 წელს შეადგენს. აგრეთვე ოკინავაში 100 წელზე ზევით მცხოვრები ხალხის ყველაზე მაღალი რიცხვია დაფიქსირებული. აგრეთვე ეს ასაკიანი მაცხოვრებლები საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ეწევიან. გულსისხლძარღვთა დაავადებები, რომელიც მსოფლიოში სიკვდილიანობის პირველი მიზეზია ამ რეგიონში საკმაოდ დაბალია. მათ კულტურაში გვხვდება ერთი წესჩვეულება , რომლის სახელწოდებაც არის „kajimaya“. ეს წესჩვეულება მდგომარეობს შემდეგში: როდესაც ოკინაველს შეუსრულდება 96 წელი მას დასვავენ ეტლში და მისი ასაკის აღსანიშნავად გალაქში ატარებენ. მათი ცხოვრების სტილიდან და ხანგრძლივ ასაკამდე ცხოვრებიდან გამომდინარე ოკინავამ ბევრი მეცნიერის ყურადღება მიიპყრო. თავიდან მათ ხანგრძლივ ცხოვრების უნარს გენეტიკას აბრალებდნენ და გარკვეულწილად სწორიც არის ვინაიდან გენეტიკას აქვს ყველაე დიდი გვლენა ჩვენს „ბიოლოგიურ საათზე“ მაგრამ შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ოკინავადან ბრაზილიაში წასული ემიგრანტების სიცოცხლის საშუალო ასაკი 12 - 16 წლით უფრო დაბალი იყო. აღმოჩნდა, რომ გარემოფაქტორები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გენეტიკური ფაქტორი. კი მაგრამ თუ გენეტიკა არა მაშინ რა არის ოკინაველების ხანგრძლივი სიცოცხლის მიზეზი? პასუხი მათ ცხოვრების სტილში უნდა ვეძებოთ. თავად ოკინაველებს, რომ კითხოთ მათთვის ორი რამ არის მნიშვნელოვანი-კვების კულტურა და ფიზიკური აქტივობა. კვებაცს რაც შეეხება მსოფლიოში ცნობილია ოკინავას დიეტა, რომლის მთავარი პრინციპიც ზომიერ ჭამაზეა დაფუძნებული. ოკინაველებს ამასთან დაკავშირებით გამონათქვამც აქვთ „Hara hachi bu“. „Hara“- ჩვენს სხეულს ნიშნავს ხოლო „ hachi bu“- 80% საერთო ჯამში კი ნიშნავს, რომ არ არის საჭირო გაძღომა ყოველთვის მცირე „ადგილი“ უნდა დაიტოვოთ. ხოლო მათ ფიზიკურ აქტივობას რაც შეეხება ოკინავა ოთხივე მხრიდან წყლით არის შემოსაზღვრული და აქ საკმაოდ პოპულარულია ნაოსნობა. მათ დღესასწაულიც კი აქვთ „Naha Haarii“ , რომელიც ნაოსნობასთან არის დაკავშირებული. აგრეთვე ოკინავა კარატეს სამშობლოა და ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებლი არის ამ სპორტის სახეობით დაკავებული.

ოკინავას დიეტა[4][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციული ოკინავას დიეტის დღიური პორცია შედგება საშუალოდ 30% ბოსტნეულსგან. იაპონური საკვები უმეტესწილად დიდი რაოდენობის ბრინჯს შეიცავს, მაგრამ ოკინავა განსხვავდება მათგან და აქ ბრინჯის მოხმარების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ბრინჯის ადგილს იკავებს ოკინავური ტკბილი კარტოფილი. ოკინავური დიეტა შეიცავს 30 % შაქარს და 15 % ხორბალს საშუალო იაპონური რაციონიდან. ტრადიციული დიეტა აგრეთვე შეიცავს მცირე რაოდენობის ზღვის პროდუქტებს, კერძოდ დიდი ყურადღება ექცევა თევზს. ( თევზის ნახევარ პორციაზე ნაკლები დღეში) აგრეთვე სოიოს და ლობიოს კულტურების მოხმარების მაღალი მაჩვენებელია. (ესენი საშუალოდ დღიური პორციის 6 % შეადგენენ). საკმაოდ ფასობს ღორის ხორცი. ოკინავაში იაპონიის სხვა რეგიონებთან შედარეით უფრო დმაღალია კალცის და რკინის მოხმარება, აგრეთვე ვიტამინების: А, В1, В2, С, სამაგიეროდ ნახშირწყლების და მარილის მოხმარების დონით ჩამოუვარდება სხვა რეგიონებს. მათმა კვების კულტურამ დიდი ცვლილება განიცადა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში. კერძოდ კი მე-20 საუკუნის დასაწყისში მათი დღიური რაციონის დაახლოებით 1 % შეადგენდა ცხოველური წარმოშობის ბროდუქტები. რძის გამოყენება არ იყო დაფიქსირებული. ხოლო მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყეს ცხოველური პროდუქტებით შედარებით აქტიური კვება. წლიურად ღორის ხორცის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე ოკინავაში უფრო მეტია ვიდრე იაპონიაში საშუალო მაჩვენებელი. 1980 წელს საშუალო მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა 7,9 კგ რომელიც დაახლოებით 50 % უფრო მაღალი იყო ვიდრე საშუალო იაპონური მაჩვენებელი. „CIRCA“ მაჩვენებლით ოკინავას მოსახლეობა უფრო ნაკლებ კალორიას მოიხმარდა 1950 წელს. ოკინავაზე საშუალოდ 1785 კალორია ხოლო იაპონიაში 2068 კალორია, უფრო ნაკლები ცხიმები (4,8% - 8%), აგრეთვე როგორც ზევით აღნიშნულ იქნა ნაკლები ბრინჯი ( 154 გრამი 328 გრამის წინააღმდეგ), ხორბალზეც იგივე სიტუაციაა ( 38 გრამი ოკინავაში და 153 გრამი იაპონიის საშუალო მაჩვენებელი ), აგრეთვე შაქრის მოხმარება თითქმის სამჯერ უფრო დაბალი იყო , სამაგიეროდ ლობიოს კულტურას უფრო დიდი რაოდენობით იყენებდნენ დაახლოებით 16 გრამით მეტს. უფრო ნაკლები თევზი. აგრეთვე გაცილებით ნაკლებ ცხოველურ პროდუქტებს გარდა ღორისა. რძეს თითქმის არ სვავდნენ რაც შეეხება მათთვის ბრინჯის ჩამნაცვლებელ პროდუქტს, ტკბილ კარტოფილს ოკინავაში მისი მოხმარება 849 გრამს შეადგენდა ხოლო საშუალო იაპონური მაჩვენებელი 66 გრამს. უფრო ნაკლები ხილი დაახლოებით 5 ჯერ ნაკლები. კვების ეს მეთოდი არ იყო გავრცელებული იაპონიის სხვა რეგიონებში 1960 წლამდე. დროთა განმავლობაში ოკინავას დიეტა გადადის სხვადასხვა რეგიონებში და ერწყმის მათ კვების კულტურას.

კარატე[5][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველას არ იცის, რომ ოკინავა არისა კარატეს სამშობლო. საუკუნეების მანძილზე ეს საბრძოლო ხელოვნება ისწავლებოდა და ვითარდებოდა მთელი ერის მიერ, რომლებიც ცხოვრობდნენ იარაღის აკრძალვის პერიოდში. XII საუკუნეში, როდესაც მინამოტოს ჯარებთან, უკანასკნელ ბრძოლაში დარბეული ტაირის სამურაების რაზმები უწესრიგოდ მიდიოდნენ სამხრეთისაკენ, ბევრი გადავიდა ოკინავაზე და გააცნო ადგილობრივ მცხოვრებთ სამხედრო ხელოვნება. ოკინავას მოსახლეობა, რომელსაც ეთნიკურად იაპონელებისაკენ ჰქონდა მიდრეკილება და იაპონური ენის რიუკიუს კილოკავზე ლაპარაკობდა, მრავალი საუკუნის განმავლობაში იცავდა თავისი პატარა სახელმწიფოს დამოუკიდებლობას, მაგრამ 1372 წელს რიუკიუს მეფე საცუდომ აღიარა ჩინეთის ქვეშემდოვრობა. ამავე წელს აქტის ხელმოწერისთანავე, კუნძულის დედაქალაქ ნახუში ჩამოვიდა ჩინელ კოლონისტთა საგანგებო მისია, რომელსაც დავალებული ჰქონდა ადგილობრივ მცხოვრებლებში გაევრცელებინა სხვადასხვა ხელობათა ცოდნა. 1392 წლიდან ჩინეთის კოლონია დაფუძნდა. თუმცა ჩინეთის სათვისტომო განცალკევებით ცხოვრობდა, სწორედ იქიდან გამოჟონა ხალხში ცნობებმა კემპოს შესახებ. თანამედროვე კარატეს ტერმინთა უმეტესობა ძველი ჩინურისგან წარმოდგება. სამწუხაროდ, XVIII საუკუნემდე წერილობით წყაროებში არ შემორჩენილა ცნობები ოკინავას კარატეს შესახებ. ცნობილია მხოლოდ, მისი არსებობა. XVII საუკუნის დასაწყისმა ოკინავას ხალხი მკაცრი გამოცდის წინაშე დააყენა. მას შემდეგ, რაც რიუკიუს სამეფომ უარი თქვა კორეაში ტოიოტომი ჰიდეიოშის შეჭრის მხარდაჭერაზე იაპონიას მიეცა არქიპელაგზე თავდასხმის ფორმალური მიზეზი. თავდასხმა განახორციელა შიმაძუს კლანის სამი ათასმა სამურაიმ. კუნძულის უიარაღო მოსახლეობა თითქმის არ უწევდა წინააღმდეგობას, ხოლო ნაჰის გარნიზონის პატარა რაზმი, შია მეიას მეთაურობით, წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ოკინავა გახდა იაპონიის იმპერიის პროტექტორატი. კარგად შეიარაღებული არმიისათვის წინააღმდეგობის გაწევა გლეხებს არ შეეძლოთ, მაგრამ რამდენიმე გათავხედებული მოძალადის ერთობლივად მოგერიებისათვის, კემპოს ორი-სამი ოსტატიც საკმარისი იყო. ოკინავას მოსახლეობამ დაიწყო საიდუმლო საზოგადოებებში გაერთიანება და სოფლებსა და დაბებში თავდაცვის კავშირების შექმნა. მაგრამ კემპოს გავრცელების ცენტრები მაინც დიდი ქალაქები იყო. რიუკიუს კუნძულებზე კემპოს მაშინ უბრალოდ ეწოდებოდა ოკინავა-ტე. მთელი XVII საუკუნის განმავლობაში ტე-ს სკოლები მოქმედებდა ძალიან გასაიდუმლოებულად. ყველა მოსწავლე სისხლზე დებდა ფიცს, რომ შეინახავდა საიდუმლოს. ოკინაველებს სამურაებთან გამკლავება ძალიან უჭირდათ, ვინაიდან ისინი თავიანთი საქმის ოსტატები იყვნენ. მაშინ შეიქმნა „ერთი დარტყმით დაგდება“ (იკენ ჰისაცუ). განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ხელებისა და ფეხების გამოწრთობას, რადგან ჯავშნისა და სამურაის მუზარადის გაპობა, მხოლოდ ჭეშმარიტად ფოლადივით ძლიერ ხელს თუ შეეძლო. მომზადებისას, ძირითადად გამოიყენებოდა ძველი ჩინური მეთოდები, თუმცა მათ ბევრი ახალიც დაემატა. მაგალითად, თითების გასამაგრებლად მოსწავლე ვედროში ყრიდა ლობიოს და გულმოდგინედ, დღეში რამდენიმე ათასჯერ თხრიდა ამ ვედროში მოკუმულ და გაშლილ თითებს, სანამ ფრჩხილებიდან სისხლი არ წასკდებოდა. მას, ტკივილის მიუხედავად, უნდა გაეგრძელებინა ვარჯიშები კვირაობით და თვეეობით, სანამ თითების დაბოლოებანი არ დაკარგავდა მგრძნობიარობას და რქოვანი არ გახდებოდა. XX საუკუნემდე სიტყვა კარატე იწერებოდა ორი იეროგლიფით: კარა სიტყვასიტყვით ნიშნავს– „დიდი ჩინეთი“ და ტე – „ხელი“. სიტყვა ტე ადრეც გამოიყენებოდა „ხელჩართული ბრძოლის“ მნიშვნელობით.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოკინავას არქიტექტურაში იგრძნობა ჩინური, იაპონური და აზიის სამხრეთ-აღმოსავლური ნაწილის ზეგავლენა. ნარინჯისფერში გადამავალი წითელი კრამიტი და თეთრი ოკინავური კირქვა, რომელიც გამოყენებულია კედლებში, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია აქაური არქიტექტურისთვის.

ოკინავური არქიტექტურა ინტენსიურად იყენებს ქვის წყობას იქნება ეს საცხოვრებელი სახლები, ციხესიმაგრეების კედლები თუ ქვის ხიდები. მიუხედავად იმისა, რომ ქვების წყობის სტილი მსგავსია იაპონიაში გამოყენებულისა, ქვების ოკინავური წყობა ხშირად იყენებს ადგილობრივ თეთრ კირქვას, რის გამოც შედეგი განსხვავდება იაპონიის სხვა ნაწილებში აგებული შენობებისგან. ციხესიმაგრეების კარიბჭეებსა და ხიდებში გამოყენებულია თაღები. ოკინავური თაღები განსხვავდება ევროპული სტილისგან ერთი დიდი ფაქტორით, აქ გრძელი ქვები სიმრუდის პარალელურად არის დალაგებული, როდესაც დასავლურ სტილში ისინი თაღის პერპენდიკულარულად არიან განლაგებული. ოკინავური სახლები ხშირად აშენებულია სტილში სახელად nuchijaa(貫木屋). ამ სტილში გვხვდება ერთსართულიანი სახლები, რომლების სტრუქტურაც აშენებულია ხისგან, რომელიც გარშემორტყმულია თეთრი კირქვით და აქვთ წითელი კრამიტის სახურავები. კედლების სექციები დატოვებულია ღიად ჰაერის სამოძრაოდ, მაგრამ ეს ღია სექცია დაფარულია ქვით რომელსაც ეძახიან hinpun-ს, რადგან ოჯახს ჰქონდეს დაცული პირადი სივრცე. ასევე ამბობენ, რომ ეს ქვა იცავს სახლს ბოროტი სულებისგან. რიუკიუს სამეფოს დროს წითელი კრამიტის სახურავები დაშვებული იყო მხოლოდ არისტოკრატებისთვის. ეს კანონი მხოლოდ მეიძის ეპოქაში(Meiji period) გაუქმდა, რის შედეგადაც არისტოკრატული სტილის სახლები უფრო გავრცელებული გახდა. სწორედ ასეთი ნაგებობები არის ოკინავას არქიტექტურისთვის იკონური. თვითონ სახლი, როგორც იაპონური, ამაღლებულულია მიწის ზედაპირიდან და დგას ხის კოლონებზე. ოთახების უმეტესობა, თუ არა ყველა ოთახი ერთმანეთისგან გამოყოფილია მოძრავი პანელებით. მათ უმეტესობას სახლის გასაგრილებლად ტოვებენ ღიად. ვერანდა, რომელიც მიუყვება სახლის წინა ნაწილს, ქმნის სასიამოვნო დასასვენებელ ადგილს. სოფელში მდებარე სახლებს შეიდზლება ჰქონდეთ სხვადასხვა მიშენებები ან დამატებითი სივრცეები შენობის შიგნით. სახლის ინტერიერი ძირითადად შედგება ოთხი ან ხუთი ოთახისა და სამზარეულოსგან. აქაც, ისევე როგორც ტრადიციულ იაპონურ სახლებში, სამზარეულოს იატაკი არ აქვს და განთავსებულია პირდაპირ მიწაზე. ხანდახან გვხვდება დამატებითი შენობა სახელად asagi ან mae no ie, რომელსაც აქვს ოჯახის უფროსი წევრის სახლის დანიშნულება. ასეთი შენობა შეიძლება გამოიყენებოდეს სხვა ოჯახის ან სტუმრების დასაბინავებლადაც.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოკინავასთვის დამახასიათებელია შამანიზმი და ანიმიზმი. მაგრამ ცნობილია, რომ ოკიანიველების ანიმიზმი და შამინიზმი გადასხვაფერდა და გავლენა იქონია შინტოიზმზე, ბუდიზმზე და ტაოიზმზე, რელიგიები ტრანსფორმირდა იაპონიიდან და ჩნეთიდან ოკინავაზე. ოკინავას ანიმიზმის თანახმად მსოფლიო დასახლებულია უამრავი სულით- მემკვიდრეობითი სულებით, გულის სულებით, ნების სულებით, სახლის სულებით, ხის , წვის. ეს სულები, ეგრეთ წოდებული კამი, მიღებულია, როგორც წმინდა და ზებუნებრივი და ოკიანიელი ხალხი მიიჩნევს, რომ რელიგიური რიტუალებით ღმერთის დამშვიდება და სიამოვნება უბედურებას ააცილებს და დალოცვილები იქნებიან. თუმცა ბევრი რელიგიური რიტუალები წარმოდგენილია მთელი წლის განმავლობაში, მათი სახელი ხშირად დაკავშირებული არის მოსავლამდე და მოსალვის შემდეგ, რათა მადლობა გადაუხადონ მოსავლისთვის და მადლობას უხდიან წყლისთვის და ასევე მლოცველები მადლობას იხდიან ყველა ადამიანური კავშრისთვის, როგორიცაა ჯანმრთელობა, უსაფრთხო მგზავრობა, წარმატება და ასე შემდეგ. სამლოცველო ადგილები, უტაკი და უგანჯუ, მდებარეობს მთებზე და ტყეში. ეს ადგილები არის ყველაზე საღმრთო თაყვანისსაცემად ოკინავიურ ანიმიზმში. კამინჩი და იუტა არიან ოკინავიური შამანიზმის მთავარი ფიგურები. იქ გავრცელებულები არიან კარგი და ცუდი სულები და მათი ესმით მედიუმებს. ეს როლი ძირითადად ეკისრებათ ქალებს. ოკინავის სოფლებში კამინჩუ არის ქალღმერთი, რომელსაც ევალება რელიგიური რიტუალები. ამ ქალღმერთის თანამდებობა მემკვიდრეობით გადაიცემა და შუა ასაკის ქალები იკავებენ ამ თანამდებობას. თავდაპირეველად კამინჩუ იყო შამანი რომელიც ფლობდა ზებუნებრივ ძალებს, მაგრამ დღეს შამანიზმი აღარ არის დაკავშირებული კამინჩუსთან და მისი მოვალეობა ლიმიტირებულია რელიგიური წესჩვეულებების ჩატარებასთან. იუტა არის შამანი, რომელიც აკავშირებს სულების და ცოცხლების სამყაროებს. მას აქვს შესაძლებლობა გაარჩიოს უბედურების გამომწვევი მიზეზები და შესთავაზოს შესატყვისი ზომები, რომლებიც შემდგომ უნდა იყოს მიღებული. ასე რომ მათ ეძახიან როდესაც ტრაგედია მოხდება. ოკინავაში, სადაც ქალებს დომინირებული როლი აქვთ რელიგიაში იუტა და მისი მიმდევრები ძლიერ კავშირში არიან სოციალურ სტრუქტურებთან. კამინჩუს და იუტასსგან განსხვავებით სანჯინსო არის მკითხავი, რომელიც ექსკლუზიურად იყვნენ მამაკაცები. სანჯინსოს მიმართავენ მაშინ, როდესაც ათახმებენ დანიშვნის დღეს, გასვენებისას, სახლის ყიდვის ან გაყიდვის დროს , მოგზაურობის წინ და ასე შემდეგ. ბუდიზმთან ერთად წინაპრების თაყვანისცემა პირველად გადაეცა ოკინავას, მეთოთხმეტე საუკუნეში ჩინეთიდან. მაგრამ ეს არ მომხდარა მეჩვიდმეტე საუკუნემდე, სანამ წინაპრების თაყვანისცემა გავრცელდა მთელს ოკინავაში.ამის ძირითადი პრინციპია, რომ წინაპრების სულები არიან მუდმივად ახლოს და აკვირდებიან თავიანთ შთამომავლობას. ამიტომ მნიშვნელოვანია რელიგიური რიტუალების სწორად ჩატარება, რადგან მოიპოვონ წინაპრების კეთილგანწყობა და თანაგრძნობა.ასევე მნიშვნეოვანია, რომ დაუდევრობით არ გამოიწვიონ მათი რისხვა და შედეგად შთამომავლებს არ მოუწიონ უბედურება. წინაპრების თაყვანისცემის ადგილი არის საგვარეულო სალოცავი. საგვარეულო სალოცავი არის ფანჩატური, რომელსაც აქვს ერთი მეტრის სრიალა კარი,რომელიც მდებარეობს სახლის ერთ-ერთ მთავარ ოთახში.ასევე ამ სახლში არის სამი თარო, საიდანაც პირველ თაროზე დევს მემორიალური დაფები, მეორეზე არის საცეცხლური და ორი ჭიქა, ხოლო მესამე განკუთვნილია საჭელისთვის და საჩუქრებისთვის. მემორიალური დაფები ძალიან დიდი როლი აკისრიათ. ყველაზე უფროსი ქალი ოჯახში არის პასუხისმგებელი რელიგიურ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია საგვარეულო საქმიანობასთან. მისი მოვალეობა არის უყუროს მთვარის კალენდარს და გამოაცხადოს, თუ როდის არის მომალი რელიგიური რიტუალები, მოამზადოს საზეიმო საკვები და განათავსოს საგვარეულო სალოცავში და რელიგიურ დღესასწაულეზე წაიკითხოს ლოცვები. როგორც საგვარეულო სალოცავი ასევე მნიშვნელოვანი ოჯახის საფლავებიც. მაგრამ განსხვავებით საგვარეულო სალოცავისგან, რომელიც მდებარეობს შიგნით სახლში და მუდმივ თაყვანს სცემენ მთელი წლის განმავლობაში, ოჯახის საფლავები მდებარეობს შორს, ქალაქის კუთხეებში და სოფლებში და ლოცვებს განსაკუთრებულ შემთხვევებში კითხულობენ. ამ განსაკუთრებული შემთვევების დროს, რომელიც მოიცავს „seimei” ფესტივალს, ოჯაის წევრები მიდიან საფლავებზე საჭმელებით და თავიანთი საგვარეულოსთვის ლოცულობენ.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ian, S. (n.d.). Culture summary: Okinawans.
  2. Okinawa Cultural Events. (n.d.).
  3. Clarence, G. J. (n.d.). The Great Loochoo: A Study of Okinawan Village Life.
  4. Willcox, B. J. (n.d.). The Okinawa Program : How the World's Longest-Lived People Achieve Everlasting Health.
  5. Higaonna, M. (n.d.). The History of Karate: Okinawan Goju-Ryu.