ანიმიზმი
ანიმიზმი (ლათ. anima - სული) — ზოგადად სულისა და სულიერების არსებობის რწმენა, ასევე უსულო საგნებისა და ბუნებრივი მოვლენებისათვის სულის არსებობის დაშვება. ტერმინი პირველად გამოიყენა გერმანელმა მეცნიერმა გ. შტალმა. ნაშრომში "Theoria medica" (1708) მან ანიმიზმი დაარქვა მის სწავლებას სულის შესახებ, როგორც რაღაც უპიროვნებო ცხოვრებისეულ საწყისს, რომელიც მთელი ცოცხალი პროცესების საფუძველს წარმოადგენდა. არისტოტელეს მსგავსად შტალი სულს სხეულის მამოძრავებლად მიიჩნევდა.
[რედაქტირება] ისტორია
ანიმიზმი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში არსებობდა, ქრისტიანობის გავრცელებამდე. ადამიანებმა ჯერ ღვთაებებად აღიარეს სხვადასხვა უსულო საგანი თუ მოვლენა და შემდეგ მათი სულის არსებობის ან მათში სულის არსებობის ფაქტიც დაუშვეს. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში არსებობდა მრავალი ანიმიზმის მაგალითი: ქვის კულტი, ხარის კულტი და სხვა.
სტატიის