ოიამა ივაო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოიამა ივაო

ოიამა ივაო (დ. 10 ოქტომბერი, 1842, საცუმის სამთავრო, ახლანდელი კაგოსიმის პრეფექტურა — გ. 10 დეკემბერი, 1916, ფუკუოკის პრეფექტურა), პრინცი (1905-იდან), იაპონიის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, მარშალი (1898). ბურჟუაზიული რევოლუციის (1867-1868) შემდეგ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იაპონიის თანამედროვე ტიპის არმიის შექმნაში. 1871-1874 მიიღო სამხედრო განათლება საფრანგეთსა და შვეიცარიაში. 1877-1878 მონაწილეობდა სამურაების ამბოხების ჩახშობაში. 1887-1896 სამხედრო მინისტრი (ხანმოკლე ინტერვალებით). იაპონია-ჩინეთის ომში (1894-1895) სარდლობდა მე-2 არმიას, აიღო ლიუიშენი (პორტ-არტური). 1899-1904 გენშტაბის უფროსი, რუსეთ-იაპონიის ომის (1904-1905) დროს, 1904 ივნისიდან, სახმელეთო არმიების მთავარსარდალი მანჯურიაში, 1912-იდან გენრო და იმპერატორის ბეჭდის მცველი ლორდი.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 7, გვ. 506, თბ., 1984
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე