ოდენატუსის სპარსული ლაშქრობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოდენატუსის სპარსული ლაშქრობები
რომის სასანიდური ომების ნაწილი (224-363) ნაწილი
თარიღი 261? - 265?
მდებარეობა

პალმირას სამეფო,

სომხეთი და მესოპოტამია
შედეგი რომაელების გამარჯვება
მხარეები
რომის იმპერია სასანიანთა ირანი

ოდენატუსის სპარსული ლაშქრობები —  პალმირიელი მეფე ოდენატუსის ლაშქრობები სპარსეთში. ამ კამპანიის შედეგად მან მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა.

ლაშქრობის წინაისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალერიანეს დატყვევების შემდეგ მთელი რომის აღმოსავლეთი სპარსელებმა გაძარცვეს. ნიზიბი აიღეს, ანტიოქია დაეცა.

260-დან 274 წლამდე იმპერიული ძალაუფლების შესუსტების შედეგად ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ პროვინციები გამოეყო რომის იმპერიას და ჩამოაყალიბა გალების იმპერია და პალმირას სამეფო.

ჩრდილოეთით სარდალმა პოსტუმუსმა თავი გამოაცხადა  დამოუკიდებელი პოლიტიკური წარმონაქმნის  გალების იმპერიის ( არსებობდა რომის იმპერიის კრიზისის (260-273 წლები) პერიოდში) ) იმპერატორად. გალების იმპერია შედგებოდა სეპარატისული პროვინციების გალია, ბრიტანია და ისპანიასგან. ეს იყო სახელმწიფო თავისი სენატითა და კონსულებით. გალიის იმპერატორების მუდმივი ამოცანა გახლდათ რაინის გასწვრივ საზღვრების დაცვა.

სასანიდების იმპერია შაპურ I-ის დროს (260 წლის ბოლოს)

აღმოსავლეთით ჩამოყალიბდა პალმირას სამეფო, რომელიც მოიცავდა: მცირე აზიას, სირიას და ეგვიპტეს. პალმირელი მეფეების მუდმივი ამოცანა იყო საზღვრების დაცვა სპარსელთა თავდასხმებისგან. პალმირის პირველმა მეფემ, ოდაენატუსმა, რომის იმპერატორ გალიენუსისგან მიიღო ტიტული Corrector Orientis (აღმოსავლეთის კორექტორი) სპარსელებზე გამარჯვებისთვის.[1]

მხარეთა ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვინაიდან აღმოსავლეთ რომის ლეგიონები ექვემდებარებოდნენ ოდაენატუსს, სავარაუდოა, რომ მან გამოიყენა ზოგიერთი მათგანი თავის კამპანიაში. ასევე შესაძლებელია, რომ ლაშქრობაში პალმირას არმიაც მონაწილეობდა.

ლაშქრობის მსვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავიდან ოდენატუსს სურდა ზავი დაემყარებინა სპარსეთის მეფე შაპურ I-თან, მაგრამ როცა ამ უკანასკნელმა ოდენატუსის ძღვენზე უარი განაცხადა, მიხვდა, რომ ერთადერთი გამოსავალი სპარსეთთან ომის დაწყება იყო. ამ დროს იმპერატორ ვალერიანეს ფინანსების მმართველმა მაკრიან უფროსმა შეკრიბა აღმოსავლეთის ჯარის ნარჩენები სამოსატში, ხოლო პრეტორიანელმა პრეფექტმა ბალისტამ დაამარცხა სპარსელები კილიკიაში კორიკთან  და უკან გააბრუნა  ევფრატის გავლით. ამასობაში ოდაენატუსმა ასევე დაამარცხა სპარსელები ევფრატის გადაკვეთისას. ეს გახლდათ ოდაენატუსის პირველი გამარჯვება სპარსეთის არმიის წინააღმდეგ. ამის შემდეგ გალიენუსმა მას  მიანიჭა  წოდება dux Orientis (ლათ.)  261 წელს, ოდაენატუსმა ჩაახშო მაკრიელთა აჯანყება, რისთვისაც გალიენუსმა მას რომაელთა მეფისა და იმპერატორის ტიტული უბოძა ამრიგად, ოდაენატუსმა გააძლიერა თავისი პოზიცია აღმოსავლეთში და დაიწყო მზადება სპარსელების წინააღმდეგ ლაშქრობისთვის.[2]

262 წელს უზარმაზარმა არმიამ ოდაენატუსის მეთაურობით გადალახა ევფრატი და სასტიკი ბრძოლების შემდეგ დაიკავა ნიზიბისი (რომელიც, ზოსიმეს თქმით, მიწასთან გაასწორა). შემდეგ ხელახლა დაიპყრო რომაული მესოპოტამია. (სავარაუდოდ სომხეთი დააბრუნეს).  ამ გამარჯვებებისთვის გალიენუსმა ოდენატუსი აღმოსავლეთის კორექტორად დანიშნა.

263 წელს ოდაენატუსმა დაამარცხა შაპური ქტესიფონის მიდამოებში, ხელში ჩაიგდო დიდი ნადავლი. ამ გამარჯვების პატივსაცემად გალიენუსმა მიიღო ტიტული „უდიდესი პართიელი“. 264 წლის ლაშქრობის დროს ოდაენატუსმა, სავარაუდოდ, მიაღწია ტიგროსს და ჩაკეტა სპარსელები ქტესიფონში.[3]

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოდანატუსი მოკლეს ჰომსში შეთქმულების შედეგად სპარსელების წინააღმდეგ ახალი ლაშქრობის მომზადებისას. აღმოსავლეთში კვლავ განმტკიცდა იმპერიული ძალაუფლების ავტორიტეტი. პალმირას სამეფო არსებობდა 272 წლამდე, სანამ იმპერატორმა ავრელიანემ არ დაიპყრო. მან დაამარცხა სპარსელთა მცირე რაზმები.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • F.A.Arborio Mella, L’impero persiano da Ciro il Grande alla conquista araba, Milano 1980, Ed.Mursia.
  • J.R.Gonzalez, Historia del las legiones romanas, Madrid 2003.
  • M.Grant, Gli imperatori romani. Storia e segreti, Roma 1984. ISBN 88-7983-180-1
  • F.Millar, The roman near east — 31 BC / AD 337, Harvard 1993.
  • R.Rémondon, La crisi dell’impero romano, da Marco Aurelio ad Anastasio, Milano, 1975.
  • C.Scarre, The Penguin atlas of ancient Rome, London 1995.
  • C.Scarre, Chronicle of the roman emperors, London & New York 1995.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Watson, Alaric. Aurelian and the Third Century. р. 35.
  2. M. Grant, Gli imperatori romani. Storia e segreti. р. 231.
  3. Roger Rémondon. La crisi dell’impero romano. da Marco Aurelio ad Anastasio. p. 82.
  4. Corpus Inscriptionum Latinarum 11, 3089