ოგიუსტ ესკოფიე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟორჟ ესკოფიე

ჟორჟ-ოგიუსტ ესკოფიე (ფრანგ. Georges Auguste Escoffier; დ. 28 ოქტომბერი, 1846, ვილნევ-ლუბე, ზღვისპირა ალპები - გ. 12 თებერვალი, 1935, მონტე-კარლო) — ფრანგი კულინარი, კრიტიკოსი, კულინარული მწერალი, ფრანგული სამზარეულოს ნოვატორი, მეტსახელად "მზარეულთა მეფე და მეფეთა მზარეული" (ფრანგ. roi des cuisiniers et cuisinier des rois).[1]

ესკოფიე ლეგენდარული პიროვნებაა მზარეულთა და გურმანთა შორის, და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიდერთაგანი იყო თანამედროვე ფრანგული სამზარეულოს ჩამოყალიბებაში. ესკოფიეს ტექნიკა ძირითადად ეფუძნებოდა კარემის სტილს, რომელმაც ფრანგული მაღალი სამზარეულოს კლასიფიცირება მოახდინა, თუმცა ესკოფიეს მიღწევა კარემის რთული სისტემის გამარტივება და მოდერნიზება იყო.

რეცეპტების ჩაწერისა და გამოგონების გარდა, ესკოფიეს წვლილი კულინარიაში იყო ასევე მზარეულის პროფესიისთვის პრესტიჟის ამაღლება იყო მის სამზარეულოებში ორგანიზებული დისციპლინის შემოღებით. ესკოფიემ გამოსცა "კულინარული მეგზური" (ფრანგ. Le Guide Culinaire), რომელიც დღემდე სახელმძღვანელო ნაშრომად ითვლება, როგორც კერძების წიგნი, ასევე სახელმძღვანელო მომზადების ტექნიკაზე. ესკოფიეს რეცეპტები, ტექნიკა და მიდგომა სამზარეულოს მართვაში უკიდურესად გავლენიანი დღესაც და ათვისებულია შეფ-მზარეულების მიერ არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ მსოფლიოში.[2]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Claiborne, Craig & Franey, Pierre. Classic French Cooking
  2. Gillespie, Cailein & Cousins, John A. European Gastronomy into the 21st Century, pp. 174-175 ISBN 0-7506-5267-5