ნუგზარ პაიჭაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნუგზარ პაიჭაძე
დაბადების თარიღი 22 ივნისი, 1940 (1940-06-22) (83 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნუგზარ პაიჭაძე (დ. 22 ივნისი, 1940, გამოჩინებული) — ქართველი ეკონომისტი, მეცნიერი და პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი ხოლო 1972 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა.

1972 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეწევა აქტიურ სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას, სადაც გაიარა ყველა სამეცნიერო-პედაგოგიური თანამდებობა ასისტენტობიდან პროფესორობამდე; 1988 წლიდან ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორია, 1989 წლიდან პროფესორი. 1974-1979 წლებში საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 1979-2005 წლებში ამავე ფაკულტეტის (შემდგომ მენეჯმენტის) დეკანი. 1999-2006 წლებში მენეჯმენტის კათედრის გამგე. ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებული პროფესორი. 1973 წელს დაიცვა დისერტაცია ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. სამეცნიერო კვლევის ძირითადი ობიექტია შრომის ეკონომიკისა და ადამიანთა რესურსების მართვის (პერსონალის მართვის) პრობლემები. გამოქვეყნებული აქვს 120-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია და 5 სახელმძღვანელო.

ორგანიზაციის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭო, წევრი (1979-2004)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატთან არსებული ეკონომიკური ფაკულტეტების საკოორდინაციო საბჭო (1980-1984, 1978-2006წწ.) , თავმჯდომარის მოადგილე (1978-2006)
  • საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2000 — ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 1998 — ღირსების ორდენი
  • 1970 — მედალი „შრომითი მამაცობისთვის“
  • 1966 — მედალი „ყამირი მიწების ათვისებისათვის“

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ადამიანური რესურსების მენეჯმენტი : სახელმძღვ. (ავტორი). თბ., სიტყვა, 2011, გვ. 280 — ISBN: 978-9941-9176-5-3
  • ადამიანური რესურსების მართვა : ცნებებისა და განსაზღვრებების ლექსიკონი (ავტორი). თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2008, გვ. 175 — ISBN: 978-9941-13-057-1
  • პერსონალის მართვა (ავტორი). თბ., სახელმძღვ. ეკონ. პროფ. სტუდ., 2003, გვ. 463 — ISBN: 99940-13-95-5
  • შრომის ეკონომიკა : სახელმძღვ. უმაღ. სასწ. ეკონ. პროფილის სტუდ. (ავტორი). თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2000, გვ. 559 — ISBN: 99928-77-86-3
  • შრომის ორგანიზაცია და ნორმირება მრეწველობაში (ავტორი). თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1996, გვ. 236

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: ყიფიანი თ., (რედ.), გაჩეჩილაძეთ., სიმონიშვილი გ., თბ., 2001, გვ. 251

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]