ნნამდი აზიკივე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნნამდი აზიკივე
ნიგერიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ოქტომბერი, 1963 – 14 იანვარი, 1966
წინამორბედი თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე ჯონსონ აგი-ირონსი

ნიგერიის გენერალ-გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 ნოემბერი, 1960 – 1 ოქტომბერი, 1963
წინამორბედი ჯეიმზ რობერტსონი
მემკვიდრე თანამდებობა გაუქმდა

ნიგერიის სენატის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 1960 – 1 ოქტომბერი, 1960
წინამორბედი თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე ნვაფორ ორიზუ

დაბადებული 16 ნოემბერი, 1904
ზუნგერუ, ნიგერია
გარდაცვლილი 11 მაისი, 1996
ენუგუ, ნიგერია

ნნამდი აზიკივე (დ. 16 ნოემბერი, 1904, ზუნგერუ, ნიგერია — გ. 11 მაისი, 1996, ენუგუ, ნიგერია) — ნიგერიელი პოლიტიკოსი. ქვეყნის სენატის პრეზიდენტი 1960 წელს, გენერალ-გუბერნატორი 1960-1963 წწ და პირველი პრეზიდენტი 1963-1966 წწ.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მიეკუთვნება იგბოს ეთნიკურ ჯგუფს. 1925-1934 წლებში სასწავლებლადაა აშშ-ში, სადაც ჯერ მიიღო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის, ხოლო შემდეგ ლინკოლნის უნივერსიტეტის დამთავრებისას, პოლიტოლოგიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. აქვე მიიღო ჟურნალისტიკური განათლებაც. 1934 წელს აზიკივე ბრუნდება აფრიკაში და ხდება აკრის ყოველდღიური გაზეთის რედაქტორი. 1937 წელს დაწერა წიგნი „აფრიკის აღორძინება.“ ამავე წელს დაბრუნდა ნიგერიაში და დააარსა გაზეთი West African Pilot, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში.

1944 წელს ნიგერიის ეროვნული მოძრაობის სულისჩამდგმელ, ჰერბერტ მაკოლისთან ერთად, აარსებს ნიგერიისა და კამერუნის ეროვნულ საბჭოს. 1960 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გახდა ნიგერიის სენატის პრეზიდენტი, შემდეგ იკავებს გენერალ-გუბერნატორის თანამდებობას, ხოლო 1963 წელს ირჩევენ პრეზიდენტად. 1966 წელს დაამხეს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად. მომდევნო წლებში კი მხარს უჭერდა ბიაფრის სეპარატისტულ მისწრაფებებს.

გარდაიცვალა 1996 წლის 11 მაისს აღმოსავლეთ ნიგერიაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]