ნიუ-იორკის მეტროპოლიტენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიუ-იორკის მეტროპოლიტენი
Логотип MTA.svg
NYC Subway R142 on the 4 R160A on the M.jpg
ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ქალაქი Flag of New York City.svgნიუ-იორკი
გახსნის თარიღი 27 ოქტომბერი 1904 წ.
ხაზის სიგრძე 1355 (გამოიყენება 1056) კმ.
სადგურთა რაოდენობა 468
ხაზთა რაოდენობა 26
მგზავრები დღეში 3 906 849 2004 წლის მონაცემებით.
მგზავრები წელიწადში
ხაზების სქემა
NYC subway-4D.svg


ნიუ-იორკის მეტროპოლიტენი (ინგლ. New York City Subway) — უმსხვილესი მეტროპოლიტენი მსოფლიოში ხაზების სიგრძის მიხედვით; გაიხსნა 1904 წელს. ექსპლუატაციაში არსებული ხაზების საერთო სიგრძე შეადგენს 1355 კმ-ს (მათ შორის სამგზავროდ გამოიყენება 1056 კმ). სადგურების ოფიციალური რაოდენობაა 468, მარშრუტებისა — 26. მგზავრთა დღიური გამტარობა შეადგენს 3 906 849 ადამიანს (2004 წ.).

მიუხედავად ტრადიციული სახელწოდებისა „subway“ (მიწისქვეშა), გზების დაახ. 40% მიწაზე ან მიწისზედა კონსტრუქციებზე გადის. მთელი სისტემა განცალკევებულია საგზაო მოძრაობისა ან ტრანსპორტის სხვა სახეობებისგან, ხაზებს შორის გადაკვეთების უმრალესობა მრავალდონიანი ლიანდაგების მეშვეობით ხორციელდება.

ნიუ-იორკის მეტროს ცარიელი ვაგონი

ისტორია[რედაქტირება]

საქალაქო ტრანსპორტის პირველი მიწისზედა ხაზი ნიუ-იორკში დაახლოებით 1870 წელს გამოჩნდა, რომელიც დღევანდლამდე ვერ შემოინახა. დღემდე შემორჩენილი სექცია მიწისზედა ლიანდაგებისა 1885 წელს არის გახსნილი. უფრო ადრე, 1863 წელს ქალაქში გაიხსნა დღემდე მოქმედი მონაკვეთი, რომელიც იმხანად საორთქლმავლე გზისთვის გამოიყენებოდა.

ნიუ-იორკში პირველი მიწისქვეშა მონაკვეთების გახსნისას 1904 წლისთვის საქალაქო რკინიგზა ორ მსხვილ კერძო კომპანიას ეკუთვნოდა — BRT (Brooklyn Rapid Transit Company, მოგვიანებით Brooklyn-Manhattan Transit Corporation, BMT) და IRT (Interborough Rapid Transit Company, IRT : საგრაფოთაშორისო ჩქაროსნული ტრანსპორტი). თუმცა ქალაქის მთავრობა ტრანსპორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვან სახსრებს ხარჯავდა. ხაზების უმეტესობა ნიუ-იორკის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ისე გადაეცა კომპანიებს არენდით.

ხაზები[რედაქტირება]

დივიზიონი A — IRT[რედაქტირება]

დივიზიონი B — BMT[რედაქტირება]

დივიზიონი B — IND[რედაქტირება]

შემაერთებელი ხაზები[რედაქტირება]

ბირთვები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]