ნიოსის ტბა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ნიოსი | |
|---|---|
| Nyos | |
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 1 091 მ |
| სიგრძე | 2 კმ |
| სიგანე | 1.2 კმ |
| ფართობი | 1.58 კმ² |
| მოცულობა | 0.15 კმ³ |
| მაქსიმალური სიღრმე | 208 მ |
| გამომდინარე მდინარე | ჟონგა |
ნიოსის ტბა — კრატერული ტბა კამერუნში. მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთის რეგიონის მენჩუმის დეპარტამენტში.
1986 წლის 21 აგვისტოს ტბაზე მოხდა ლიმნოლოგიური კატასტროფა, რომელმაც შეიწირა 1 700 ადამიანის სიცოცხლე[1]. ორი წლით ადრე 1984 წლის 15 აგვისტოს მსგავსი კატასტროფა დატრიალდა ასევე კამერუნში, მანუნის ტბაზე, სადაც მსხვერპლთა რაოდენობამ 37-ს მიაღწია. ორივე კატასტროფის დროს ტბიდან დიდი სისწრაფით ამოიფრქვა ნახშირორჟანგი (CO2). გაზმა გაანადგურა ტბის გარშემო 27 კმ-ის რადიუსში არსებული ყველა ცოცხალი არსება[1].