ნინო ფაილოძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნინო ფაილოძე
დაბ. თარიღი 1960
დაბ. ადგილი ფოთი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ეკონომისტი და ინჟინერი
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ნინო ფაილოძე (დ.1960, ფოთი) — ქართველი ეკონომისტი, ინჟინერი, მეცნიერი,ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (2006), პროფესორი(2006).

1982 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტრექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, 2006 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკის სპეციალობით.

1982-1984 წლებში მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „მიონში“ ინჟინერ-ტექნოლოგად, 1984-1991 წლებში ავტომატიკისა და ჰიდრავლიკის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად, ხოლო 1991 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აღრიცხვა-ანგარიშების განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად. პარალელურად, ის პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა: 2004-2006 წლებში უფროსი მასწავლებელი იყო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე. 2005 წლიდან კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის დეპარტამენტში კითხულობს სალექციო კურსს: „ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებში“, „ფინანსურ აღრიცხვაში“, „კომპიუტერული ინფორმაციული სისტემების აუდიტში“, „აღრიცხვა და აუდიტის კომპიუტერულ ტექნოლოგიებში“. ეწევა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები და სახელმძღვანელოები. აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ინჟინერი ქალები, თბ., 2008, გვ. 153-154

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]