ნიკოლოზ V (ანტიპაპი)
ნიკოლოზ V — ანტიპაპი 1328-1330 წლებში, ერისკაცობაში პიეტრო რაინალუჩი, ბერი. ლუდვიგ ბავარიელის კანდიდატურა იყო იოანე XXII-ის საპირისპიროდ. აირჩია სამღვდელოების კრებამ და არა კარდინალებმა, დაამტკიცა იმპერტორმა, მაგრამ ლუდვიგის წასვლის შემდეგ რომი კვლავ იოანე XXII-ს დამორჩილდა და ნიკოლოზმა უკიდურესი დამცირებით პატიება გამოითხოვა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 434.