ნიკოლოზ ტროიანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ ტროიანოვი
დაბადების თარიღი 16 დეკემბერი, 1921 (1921-12-16) (102 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი მოსკოვის შჩეპკინის სახელობის სათეატრო სასწავლებელი

ნიკოლოზ ტროიანოვი (დ. 16 დეკემბერი, 1921, კოსიცკოე, — გ. 25 მარტი, 2016) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1940 წელს დაამთავრა სოფელ კოსიცკოეს საშუალო სკოლა. 1941-1945 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1946-1950 წლებში სწავლობდა მოსკოვის მცირე თეატრთან არსებულ მ. შჩეპკინის სახელობის სათეატრო სასწავლებელში.

1950-1960 წლებში მსახიობად მუშაობდა თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: პეტრე (მ. გორკის „უკანასკნელნი“), ნიკოლაი კორშუნოვი (ვ. დარასელის „კიკვიძე“), ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), ტრეპლიოვი (ა. ჩეხოვის „თოლია“), ზვინარი (სტეპანოვის „პორტარტური“), თორღვა (ა. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“), დონ ხუანი (კალდერონის „სიყვარულთან არ ხუმრობენ“) და სხვა. ამავე პერიოდში პარალელურად მუშაობდა ყოფილ პლეხანოვისა და ა/კ რკინიგზის სამმართველოს კლუბთან არსებულ დრამატულ წრეებში, როგორც რეჟისორი, სადაც დადგა სპექტაკლები: ა. ოსტროვკის „ჭექა-ქუხილი“, „შულგინას ქორწინება“, ა. აფინოგენოვის „მაშენკა“ და სხვა. 1960 წლიდან იყო ქ. ნიკოლაევის (უკრაინა) ვ.პ. ჩკალოვის სახელობის თეატრის მსახიობი; 1964 წელს დააარსა მშენებელთა კულტურის სახლთან არსებული დრამატული სტუდია, 1969 წლიდან — სახალხო დრამატული თეატრი; 1974 წელს დატოვა თეატრის პროფესიონალურ სცენა და გააგრძელა მოღვაწეობა თავის დაარსებულ სახალხო თეატრში, სადაც ასზე მეტი სპექტაკლი დადგა (ერთაქტიანი და მრავალაქტიანი, უმეტესად კლასიკოსი მწერლების); მის კალამს ეკუთვნის ოცამდე პიესა, გამოსცა ექვსი წიგნი, გამოაქვეყნა თორმეტი ნაწარმოები თეატრისთვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო. თბ., 1991. გვ. 49
  • ვიკიპედია — თავისუფალი ენციკლოპედია: https://ru.wikipedia.org/wiki/

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2001 — ქ. ნიკოლაევის საპატიო მოქალაქე
  • 1957 — საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]