ნიკა გაგნიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკა გაგნიძე
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
20 მარტი, 2001 (2001-03-20) (23 წლის)
დაბადების
ადგილი
გორი, საქართველო
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
დილა გორი
ნომერი 20
ახალგაზრდული კარიერა
2017–2019 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2018– დილა გორი 86 (17)
2022   ურმანიესფორი (იჯარით) 2 (0)
ეროვნული ნაკრები
2019–2020 საქართველო 19-წ. 5 (0)
2021– საქართველო 21-წ. 10 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ნიკა გაგნიძე (დ. 20 მარტი, 2001) — ქართველი ფეხბურთელი. გორის „დილას“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების ნახევარმცველი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაგნიძე რომელიც გორის „დილას“ აღზრდილია (16 წლიდან), ძირითად გუნდს 2018 წელს შეუერთდა და ძირითად შემადგენლობაში თავი მალევე დაიმკვიდრა.[1] 2022 წლის 15 ივლისს გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.[2] 2022 წლის 20 ივლისს შეუერთდა თურქეთის სუპერ ლიგაში ახლადაღზევებულ „უმრანიესფორს“.[3] გაგნიძეს დებიუტი თურქულ გუნდში 2022 წლის 14 აგვისტოს ჰქონდა, შეხვედრაში სადაც მისი გუნდი „ანტალიასპორს“ დაუპირსპირდა.[4]

2022 წლის დეკემბერში დაბრუნდა გორის „დილაში“ და გუნდის კაპიტანი გახდა.[5]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაგნიძეს ნათამაშები აქვს საქართველოს 19 და 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში. 2023 წელს ითამაშა ევროპის 21 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატზე.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]