ნიგოზის პირველი სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიგოზის სამაროვანი.

ნიგოზის პირველი სამაროვანიარქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზის სამხრეთით 2.5 კილომეტრზე ადგილ ცემჯენაზე, სამაროვანი ორფეროვანია. ზედა ფენა განეკუთვნება ადრინდელ ფეოდალურ ხანას, ქვედა-გვაინდელს. ბრინჯაოსა და ადრინდელ რკინის ხანას. პირველი ფენა მდებარეობს მიწის ზედაპირიდან 0,1-0,15 მეტრ სიღრმეზე. აქ აღმოჩნდა ქვის ფილები და წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.მეორე ფენა მიწის ზედაპირიდან 0,25-0,35 მეტრ სიღრმეზე, უშუალოდ პირველი ფენის ქვეშ. აქ გამოვლინდა კარგად განლექილი წვრილმარცვლოვანი ქვიშანარევი თიხის ცომისგან სამეთუნეო მბრუნავ ჩარხზე დამზადებული ნაცრისფრად გამომწვარი ჭურჭლის ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]