ნების ტრიუმფი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნების ტრიუმფი
Triumph des Willens
რეჟისორი ლ. რიფენშტალი
პროდიუსერი ლ. რიფენშტალი
ა. ჰიტლერი
სცენარისტი ლ. რიფენშტალი
ვ. რუფმანი
როლებში ადოლფ ჰიტლერი, ჰ. გერნინგი
კომპოზიტორი ჰ. ვინდტი, რ. ვაგნერი
ხანგრძლივობა 114 წთ
ქვეყანა გერმანია
ენა გერმანული
ბიუჯეტი უცნობი
IMDb პროფილი

ნების ტრიუმფი (გერმ.: Triumph des Willens) — დოკუმენტურ-პროპაგანდისტული ფილმი გერმანელი კინორეჟისორი ლენი რიფენშტალის მიერ; აღწერილია 1934 წელს ნიურნბერგში გამართული ნაცისტური პარტიის კონგრესის ქრონიკა. ფილმში გამოსახულია უნიფორმიანი პარტიის წევრები, რომლებიც კლასიკური მელოდიების ფონზე მარშირებენ. ფილმში ასევე შესულია სხვადასხვა ნაცისტ ლიდერთა სიტყვით გამოსვლები კონგრესის დროს, მათ შორის ადოლფ ჰიტლერის სიტყვის ფრაგმენტები. ფილმი ჰიტლერის შეკვეთით შეიქმნა, რომელიც არაოფიციალური აღმასრულებელი პროდიუსერიც იყო; მისი სახელი ჩანს ფილმის დასაწყისის ტიტრებში. ფილმის ძირითადი თემა გერმანიის, როგორც ზესახელმწიფოს, დაბრუნებაა, სადაც ჰიტლერი, როგორც ნამდვილი გერმანელი ლიდერი, ერს სიდიადეს მოუტანს.

ნებისყოფის ტრიუმფი გამოვიდა 1935 წელს და მყისვე გახდა კინოს ისტორიაში ყველაზე ცნობილი პროპაგანდისტული ფილმის ნიმუში. რიფენშტალის ტექნიკა, მოძრავი კამერა, ტელეფოტო ლინზის გამოყენება პერსპერქტივის შესაცვლელად, სივრცული ფოტოგრაფია და მუსიკისა და კინემატოგრაფიის გამოყენების რევოლუციური მიდგომა, ტრიუმფს კინოს ისტორიაში უდიდესი პროპაგანდისტული ფილმის რეპუტაციას ანიჭებს. რიფენშტალმა რამდენიმე ჯილდო დაიმსახურა, არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ აშშ-ში, საფრანგეთში და შვედეთში. ფილმი პოპულარული იყო მესამე რაიხსა და მის გარეთ და დიდი ხნის განმავლობაში ახდენდა გავლენას დოკუმენტურსა თუ კომერციულ ფილმებზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში საკმაოდ საკამათოა სად გადის ზღვარი ხელოვნებასა და მორალს შორის.