ნატალი ვუდი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნატალი ვუდი

დაბადების სახელი ნატალია ნიკოლაევნა ზახარენკო
დაბადების ადგილი სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ
დაიბადა 20 ივლისი, 1938
გარდაიცვალა 29 ნოემბერი, 1981
სანტა კატალინას კუნძული, კალიფორნია
სხვა სახელები ნატაშა გურდინი (ინგლ. Natasha Gurdin)
შემოქმედების წლები 1941 - 1981
მეუღლე(ები) რობერტ ვაგნერი (1957-1962)

რიჩარდ გრეგსონი (1969-1971)
რობერტ ვაგნერი (1972-1981)


ნატალი ვუდი (ინგლ. Natalie Wood), დაბადებული როგორც ნატალია ნიკოლაევნა ზახარენკო (დ. 20 ივლისი, 1938, სან-ფრანცისკო, კალიფორნია — გ. 29 ნოემბერი, 1981, სანტა კატალინას კუნძული, კალიფორნია) იყო სამგზის ოსკარის ნომინანტი ამერიკელი მსახიობი. ის ხუთი წლიდან ეკრანზე ჩანდა, მიიღო მონაწილეობა ბევრ წარმატებულ ჰოლივუდურ ფილმში და განსხვავებით ბევრი ბავშვი მსახიობისა, მან მოიპოვა სრულფასოვანი, არაბავშვური როლები, განსაკუთრებით კი შესამჩნევია: „აჯანყება უმიზეზოდ“ (1955) და „დასავლური ისტორია“ (1961). 25 წლის ასაკისათვის ის უკვე სამგზის ოსკარის ნომინანტი იყო ფილმებისათვის: „აჯანყება უმიზეზოდ“, „ბრწყინვალება ბალახში“ და „სიყვარული შესაფერის უცნობთან“. მისი მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ჟურნალმა „Time“-მა აღნიშნა: მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკული შექებები ვუდის მიმართ მწირი იყო მისი კარიერის მანძილზე, „მას ყოველთვის ჰქონდა სამუშაო“.

პირადი ხელსაწყოები