ნასიბა ზეინალოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნასიბა ზეინალოვა
დაბადების თარიღი 20 აპრილი, 1916
მოინათლა ბაქო
გაუჩინარდა 10 მარტი, 2004 (87 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
პროფესია მსახიობი
აქტიური 1932-2004

ნასიბა ჯანგირ-ყიზი ზეინალოვა (აზერ. Nəsibə Cahangir qızı Zeynalova; დ. 20 აპრილი 1916, ბაქო — გ. 10 მარტი 2004, ბაქო) — აზერბაიჯანელი მსახიობი, აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი (1967), აზერბაიჯანის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1974 და 1981). სახელი გაითქვა თავისი კომედიური როლებით.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1916 წლის 20 აპრილს ბაქოში ვაჭრისა და მსახიობის ჯანგირ ზეინალოვის ოჯახში.

1918 წლის მარტის მოვლენების დაწყებამდე ზეინალოვების ოჯახი ირანში გაიქცა. ჯანგირი 1918 წლის ნოემბერში სახლისკენ მომავალი ხომალდში ტიფისაგან გარდაიცვალა, როდესაც გოგონა ორი წლის იყო.

სკოლის პერიოდიდან დაკავებული იყო ხალხური ცეკვებით. 1932 წელს რზა თაჰმასიბის დრამწრეში ჩაირიცხა. 1937 წელს თეატრალური ჯგუფის შემადგენლობაში აზერბაიჯანის ქალაქებში იყო გასტროლებზე. 1938 წლის 4 აპრილს იგი მიიღეს აზერბაიჯანის მუსკომედიის თეატრში, პირველი კატეგორიის მსახიობად. იმავდროულად ჩაირიცხა თეატრალურ ტექნიკუმში სამსახიობო ფაკულტეტზე, რომელიც 1942 წელს დაამთავრა.[1]

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მუსიკალური თეატრის განვითარებაში შეტანილი დიდი წლილისათვის 1960 წლის 24 მაისს — დამსახურებული არტისტის საპატიო წოდება, ხოლო 1967 წელს სახალხო არტისტის საპატიო წოდება მიენიჭა.

გარდაიცვალა 2004 წლის 10 მარტს, ბაქოში. დაკრძალულია საპატიო ხეივანში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]