ნარცისი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ნარცისი, ნარკისე (ლათ. Narcissus, ბერძნ. Νάρκισσος), ძველ ბერძნულ მითოლოგიაში მშვენიერი ჭაბუკი, მდინარე კეფისეს ღვთაებისა და ნიმფა ლეირიოპეს ძე. ნარცისზე ლეგენდის მრავალი ვარიანტი არსებობს. ყველაზე პოპულარულია ოვიდიუსის „მეტამორფოზებში“ გამოყენებული მითი: ჭაბუკმა უარყო ფერია ექოს სიყვარული, რის გამოც ღმერთებმა დასაჯეს — ნარცისს ისე შეაყვარეს თავისი გამოსახულება წყალში, რომ თვალი ვერ მოსწყვიტა და გაუზიარებელი სიყვარულისგან მალე კიდეც გარდაიცვალა. ნარცისის სხეული ყვავილად იქცა. გადატანითი მნიშვნელობით — თავის თავზე შეყვარებული ადამიანი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 7, გვ. 323, თბ., 1984