ნარგიზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნარგიზი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  ამარილისისებრნი
გვარი:  ბალახოვანი მცენარეები
ლათინური სახელი
Narcissus
Narcissus poeticus

ნარგიზი (ლათ. Narcissus) — ბალახოვან მცენარეთა გვარი ამარილისისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 60-მდე სახეობას, რომელიც იზრდება ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, წინა და შუა აზიაში.

ნარგიზი ადრემოყვავილე მრავალწლოვანი ბოლქვიანი მცენარეა. ბოლქვი დაფარულია მოყავისფრო ქერქლებით. უფოთლო საყვავილე ღეროზე ერთი ან რამდენიმე თეთრი ან ყვითელი ყვავილი აქვს. ყვავილის რაოდენობის, ყვავილისაფრის სიგრძისა და შეფერვის მიხედვით იყოფა რამდენიმე საბაღო ჯიშად. დეკორატიულია, იყენებენ ბაღ-პარკების გასაფორმებლად და ასაჭრელ მასალად. ნარგიზის ზოგიერთი სახეობის ყვავილი შეიცავს ეთეროვან ზეთს, ბოლქვიალკალოიდებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]