ნარნიის ქრონიკები
| ნარნიის ქრონიკები | |
|---|---|
წიგნების ყდები |
|
| წიგნები | |
| ავტორი | კლაივ ლუისი |
| ორიგინალური სათაური | The Chronicles of Narnia |
| ილუსტრატორი | პოლინ ბეინსი |
| ყდის ავტორი | პოლინ ბეინსი |
| ქვეყანა | ინგლისი |
| ენა | ინგლისური |
| ჟანრი | ფენტეზი |
| გამომცემელი | HarperTrophy |
| პირველი გამოცემა | 1950 |
| მედია | რბილი და მაგარი ყდები |
ნარნიის ქრონიკები — მწერალ კლაივ ლუისის რომანების სერია, გამოცემული 1950-1956 წლებში.
წიგნების ეს სერია უფრო მეტად ფენტეზისა და საბავშვო ლიტერატურის ზღვარზე მერყეობს. მასში მოთხრობილია ბავშვების მოგზაურობა ჯადოსნურ ქვეყანაში, სადაც ცხოველებს საუბარი შეუძლიათ, ხოლო ბოროტებას სიკეთე ებრძვის. ვინაიდან თავად მწერალი ქრისტიანული ლიტერატურის დიდი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რომანებში აქა-იქ გვხვდება მითითებები ბიბლიურ მოტივებზეც. ამასთან, წიგნებში აღწერილია არსებები, რომლებიც უფრო ტრადიციულ ბრიტანულ, ირლანდიურ ზღაპრებსა და ბერძნულ/რომაულ მითოლოგიებში გვხვდება.
სერია დიდი პოპულარობით სარგებლობს. 2006 წლისათვის გაყიდული იქნა მისი 100.000.000 ასლი, 41 სხვადასხვა ენაზე. არსებობს პირველი ორი წიგნის ეკრანიზაციებიც და იგეგმება მესამე რომანის ფილმის სახით გამოსვლაც.
წიგნების ილუსტრატორი იყო პოლინ ბეინსი.
წიგნები [რედაქტირება]
- ლომი, კუდიანი და კარადა (1950)
- პრინცი კასპიანი (1951)
- განთიადის დამპყრობლის მოგზაურობა (1952)
- ვერცხლის სავარძელი (1953)
- ცხენი და მისი ბიჭუნა (1954)
- ჯადოქრის დისშვილი (1955)
- უკანასკნელი ბრძოლა (1956)
თანმიმდევრობა [რედაქტირება]
მიუხედავად წიგნების გამოცემის ქრონოლოგიისა, არსებობს მათში მოთხრობილი მოვლენების ქრონოლოგიაც. აქ ახსნილია ეს და სხვა ქრონოლოგიები.
|
||||||||||||||

