პიტერ პევენსი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| პიტერ პევენსი | |
|---|---|
| „ნარნიის ქრონიკების“ პერსონაჟი | |
| პირველი გამოჩენა: | ლომი, კუდიანი და კარადა |
| შემქმნელი: | კლაივ ლუისი |
| მსახიობი: | უილიამ მოსლი |
| ინფორმაცია | |
| ზედმეტსახელ(ებ)ი: | "ნარნიის მთავარი მეფე" |
| სქესი: | მამრობითი |
| ოჯახი: | დედა, მამა, 2 და და ძმა |
| მისამართი: | ლონდონი |
| ეროვნება: | ინგლისელი |
პიტერ პევენსი — კლაივ ლუისის ნარნიის ქრონიკების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი. პიტერი არის შვიდი წიგნიდან ოთხში: როგორც ბავშვი - ორ წიგნში („ლომი, კუდიანი და კარადა“ და „პრინცი კასპიანი“) და როგორც დიდი - ასევე ორ წიგნში („ცხენი და მისი ბიჭუნა“ და „უკანასკნელი ბრძოლა“). იგი აგრეთვე არის მოხსენიებული „განთიადის დამპყრობლის მოგზაურობაში“.
პიტერი არის ყველაზე უფროსი პევენსიებს შორის. მას ჰყავს ძმა ედმუნდი და ორი და - ლუსი და სიუზენი. მას მიანიჭებენ ნარნიის მთავარი მეფის ტიტულს და ამიტომ მას აქვს უფრო მეტი პრივილეგია, ვიდრე რომელიმე ნარნიის მეფეს ან დედოფალს.

