ლუსი პევენსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუსი პევენსი
„ნარნიის ქრონიკების“ პერსონაჟი
პირველი გამოჩენა: ლომი, კუდიანი და კარადა
შემქმნელი: კლაივ ლუისი
მსახიობი: ჯორჯი ჰენლი
ინფორმაცია
ზედმეტსახელ(ებ)ი: "დედოფალი ლუსი გაბედული"
სქესი: მდედრობითი
ოჯახი: დედა, მამა, და და 2 ძმა
მისამართი: ლონდონი
ეროვნება: ინგლისელი

ლუსი პევენსი — ლიტერატურული პერსონაჟი კლაივ ლუისის ნარნიის ქრონიკებში. იგი არის ყველაზე პატარა ოთხ პევენსის შორის.

ლუსი პოულობს ნარნიაში შესასვლელს წინგში „ლომი, კუდიანი და კარადა“. მას ჰყავს ორი ძმა - პიტერი და ედმუნდი და და სიუზენი. ოთხივე პევენსის შორის ლუსი ყველაზე ახლოს არის ლომ ასლანთან. იმ ადამიანებს შორის რომლებიც ნარნიაში მომხვდარან, ნარნიის არსებობის ყველაზე მეტად მას სჯერა და იმედი აქვს, რომ დაბრუნდება. მას მიანიჭებენ წოდებას "დედოფალი ლუსი გაბედული" და იგი ხდება ნარნიის დედოფალი, დასთან და ორ ძმასთან ერთად. იგი ყველაზე მთავარი პერსონაჟია ოთხ პევენსის შორის.

ლუსი არის მთავარი მონაწილე ნარნიის შვიდი წიგნიდან სამში („ლომი, კუდიანი და კარადა “, „პრინცი კასპიანი“ და „განთიადის დამპყრობლის მოგზაურობა“) და არის მეორეხარისხოვანი პერსონაჟი სხვა ორში („ცხენი და მისი ბიჭუნა“ და „უკანასკნელი ბრძოლა“).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ლუსი დაიბადა 1932 წელს და როდესაც პირველად ნარნიაში მოხვდა, იყო 8 წლის. ნარნიის ქრონიკების ბოლო წიგნში, „უკანასკნელი ბრძოლა“ იგი 17 წლისაა.

ლომი, კუდიანი და კარადა [რედაქტირება]

პირველად ნარნიაში ხვდება სწორედ ლუსი, რომელიც იმალება ტანსაცმლის კარადაში და ასე აღმოჩნდება ნარნიაში. მის და-ძმებს არ სჯერათ, მაგრამ ამის შემდეგ ყველანი ერთად მოხვდებიან ნარნიაში. ლომ ასლანთან ერთად ისინი ებრძვიან თეთრ დედოფალს და ამის შემდეგ ლუსი ხდება დედოფალი მის და სიუზენთან და ძმებთან, პიტერთან და ედმუნდთან ერთად. მათი მმართველობის ხანა ნარნიის ისტორიის ოქროს ხანად ითვლება. თუმცა, როდესაც ისინი უკვე დიდები არიან, თეთრ ირემზე სანადიროდ გასულები, ნარნიიდან უჩინარდებიან და რეალურ სამყაროში ბრუნდებიან.

ცხენი და მისი ბიჭუნა[რედაქტირება]

ამ წიგნში მოქმედება ხდება და-ძმების მეფე-დედოფლად კურთხევის შემდეგ და ინგლისში დაბრუნებამდე. ისინი მონაწილეობენ ომში ანვარდისთვის, როგორც მშვილდოსნები. ლუსი პრინც კორინის მიერ არის აღწერილი, როგორც უფრო ანცი თავისი დისგან, სიუზენისგან განსხვავებით, რომელიც აღწერილია როგორც "ნამდვილი ლედი".

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]