ნამიქ ქემალი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნამიქ ქემალი

ნამიქ ქემალი (დ. 21 დეკემბერი, 1840, თექირდაღი — გ. 2 დეკემბერი, 1888, ქ. ქიოსი), თურქი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. თანზიმათის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, „ახალგაზრდა ოსმანთა საზოგადოების“ მოთავე და ორგანიზატორი. 1867 წელს იძულებული გახდა ევროპაში გახიზნულიყო. არაერთხელ იყო გადასახლებაში და გადასახლებაშივე გარდაიცვალა.

ნამიქ ქემალის ადრეულ ლექსებში იგრძნობა მისტიკის ძლიერი ნაკადი. შემდგომში თანდათან დაინტერესდა ამქვეყნიური ყოფოთ. მის შემოქმედებაში მთავარი ადგილი დაიკავა პატრიოტიზმა. ნამიქ ქემალმა დივანის ლიტერატურის ფორმებსა და სახეებს ახალი სული შთაბერა. ბოლო პერიოდის პოეზიაზე ევროპულმა აზროვნებამ და ლიტერატურამ მოახდინა გავლენა. ნამიქ ქემალი თურქული რომანის მამამთავარია („ალი-ბეის თავგადასავალი“, 1876; „ჯეზმი“, 1880 ). ავტორია გახმაურებული პიესებისა „სამშობლო ანუ სილისტრე“ (1873), „საწყალი ბავშვი“ (1873), „აკიფ-ბეი“ (1874), „გულნიჰალი“ (1875), „ჯალალედინ ჰარზემ-შაჰი“ (1885).

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 7, გვ. 309-310, თბ., 1984
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე