ნამაზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ისლამის მიმდევრები კაიროში, 1865 წელი.

ნამაზი ან სალათი (არაბ. صلاة‎‎; სპარს. نماز) — ისლამში სავალდებულო ლოცვის სახელწოდება, რომელიც დღეში ხუთჯერ უნდა შესრულდეს მუსლიმების მიერ. ისლამის მიმდევრების მოსაზრებით ნამაზი არის ღმერთსა და მლოცველს შორის პირდაპირ კავშირის დამყარების საშუალება. ხუთი ლოცვა შეიცავს ციტატებს ყურანიდან, რომლებიც არაბულ ენაზეა, ხოლო ლოცვების ძირითად ნაწილს ისლამის მიმდევარი თავის საკუთარ ენაზე კითხულობს.

ლოცვები წარმოითქმება გამთენიისას, შუადღისას, საღამოს, მზის ჩასვლისას და ღამით, და მუსლიმანი დღის ძირითად ნაწილს ლოცვაში ატარებს. ისლამში მიიჩნევენ, რომ ლოცვის მეჩეთში შესრულება საუკეთესოა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]