ნათია ლაბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნათია ლაბაძე

ნათია ლაბაძე (დ. 26 ოქტომბერი, 1992) — ქართველი მეზღვაური, რომელიც ერთადერთი მოქმედი ქართველი მეზღვაური ქალია, ვინც შორეულ ნაოსნობაში მსახურობს.

ცხოვრება და მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მეზღვაურების ოჯახში: მისი მამა და ბიძები ასევე მეზღვაურები იყვნენ. ნათია ლაბაძის ბიძა, ჯემალ ლაბაძე 1994 წელს ჩინეთთან ქართული ფლოტის ერთ-ერთი უკანასკნელი გემის, „მემედ აბაშიძის“ ჩაძირვის დროს დაიღუპა.[1]

სკოლის დამთავრების შემდეგ, 18 წლის ნათია ლაბაძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ჩაირიცხა, სადაც აკადემიის 121 კურსანტს შორის ერთადერთი გოგო იყო. საქართველოს ისტორიაში 40-წლიანი ინტერვალის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საზღვაო აკადემიაში გემთწამყვანის სპეციალობაზე გოგომ ჩააბარა.

2015 წელს (18 ივლისი) 22 წლის ასაკში, ჰონგ-კონგის პორტში, ნათია ლაბაძე პირველად წავიდა შორეულ ნაოსნობაში და ავიდა გემზე, რომელზე სამუშაოდაც აიყვანეს. გემი იყო „ენვაეკე ლიბრა“, პანამის დროშის ქვეშ მცურავი კონტეინერმზიდი. 26-წევრიან ეკიპაჟში ნათია ერთადერთი გოგო იყო. ამ გემზე მან 8 თვე იმუშავა.

2015 წლის 18 აგვისტოს ნათია ლაბაძემ გადაკვეთა ეკვატორი, რის შემდეგაც ის მონათლეს „ნამდვილ მეზღვაურად“.

ნათია ლაბაძის შთაგონებაა XX საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე პირველი ქართველი მეზღვაური ქალი, ბათუმელი იულია ფაილოძე. იულია ფაილოძე იმ სახლში ცხოვრობდა, რომელშიც მოგვიანებით ნათია ლაბაძე.[2]

„გარკვეული ბარიერების გამო იულიამ კაპიტნის რანგამდე ვერ მიაღწია. ზუსტად 1 საუკუნის შემდეგ, მე ვიყავი მეორე ქართველი ქალი, რომელიც გემზე წავიდა და ვიქნები პირველი ქართველი ქალი, რომელიც კაპიტანის რანგს მიაღწევს“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჟურნალი „ანაკლია“, #2, 2016

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჟურნალი "ანაკლია", #2, 2016
  2. ქალები საქართველოდან