ნაბადასოკო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ნაბადასოკო | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Lactarius torminosus | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
|
ნაბადასოკო (Lactarius torminosus) — ქუდიანი სოკო რძიანა სოკოების გვარისა. მისი ქუდის დიამეტრი 5-15 სმ აღწევს, ვარდისფერია, თავდაპირველად ამობურცული, შემდეგ ჩაღრმავებული. ზედაპირი დაფარულია მატყლისებრი ბოჭკოებით, კიდეები შეკეცილია, უფრო ღია ფერისაა და ბუსუსიანი, აქვს წითელი კონცენტრული ზოლები. ფირფიტები თეთრი ან მოვარდისფროა. ფეხი მეტწილად ქუდის ფერია. დაზიანებისას გამოყოფს თეთრ, ძალიან ცხარე წვენს. უფრო არყნარში იზრდება ზაფხულში და შემოდგომით. საქართველოში ნაკლებადაა გავრცელებული. საჭმელად იხმარება დამწნილებული.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 279, თბ., 1984 წელი.