ლიკოპოდიუმები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიკოპოდიუმები
Lycopodium annotinum
Lycopodium annotinum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ლიკოპოდიუმები
ლათინური სახელი
Lycopodiophyta

ლიკოპოდიუმები, ლიკოპოდიუმისმაგვარნი (ლათ. Lycopodiophyta) — უმაღლესი სპოროვან მცენარეთა ტიპი (განყოფილება). აქვთ კარგად განვითარებული ღერო და მასზე მჭიდროდ განლაგებული ფოთლები (ფილოიდები). გამტარი კონები ლაკუნებს (ფოთლის კვლებს) არ წარმოქმნიან. სპორანგიუმები თითო-თითოდ სხედან ფოთლის უბეში ან, იშვიათად, — ფოთლის ზედა მხარეს.

გამეტოფიტი ორსქესიანი ან ცალსქესიანია, მიწისქვეშა ან მიწისზედა. ლიკოპოდიუმებს ახასიათებს თაობათა მორიგეობა. დომინანტური თაობა სპოროფიტია (უსქესო თაობა). ლიკოპოდიუმები უძველესი ჯგუფია. წარმოიშვა სილურულ პერიოდში, მძლავრად განვითარდა კარბონულ პერიოდში (ლიკოპოდიუმები მაშინ ლეპიდოდენდრონებითა და სიგილარიებით იყო წარმოდგენილი) და ტრიასულიდან დაიწყო გადაშენება. ლიკოპოდიუმების თანამედროვე წარმომადგენლები გაერთიანებული არიან ლიკოპოდიუმისნაირთა (Lycopodiales), სელაგინელასნაირთა (Selaginelales) და მახათასნაირთა (Isoetales) რიგებში.

საქართველოში გვხვდება ლიკოპოდიუმების 2 რიგი: ლიპოდიუმისნაირნი (2 ოჯახის 4 გვარი და 6 სახეობა) და სელაგინელასნაირნი (1 გვარის 2 სახეობა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]