არმაზის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მცხეთის ქედი)
არმაზის ქედი
კოორდინატები: 41°49′18″ ჩ. გ. 44°40′04″ ა. გ. / 41.821917° ჩ. გ. 44.667972° ა. გ. / 41.821917; 44.667972
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მცხეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 1121 
არმაზის ქედი — საქართველო
არმაზის ქედი
არმაზის ქედი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
არმაზის ქედი

არმაზის ქედი, მცხეთის ქედი — განედური დაბალი ქედი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 1121 მ.[1] აგებულია თიხებითა და ქვიშაქვებით. ამაღლებულია დასავლეთისაკენ. წარმოადგენს საწკეპელას ქედის აღმოსავლურ დაბოლოებას.[2]

აღმოსავლეთით თანდათან დაბლდება და აღწევს მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირს. აღმოსავლეთი და სამხრეთი კალთები დამრეცია, ჩრდილოეთი ციცაბო და კლდოვანი. ჰიდროგრაფიული ქსელი სუსტადაა განვითარებული. ქედის ფარგლებში მოედინება მტკვრის მარჯვენა შენაკადები მდინარეები არმაზისხევი და კარსანისხევი.[1] სტრუქტურულ-ეროზიული ქედია.[3]

არმაზის ქედის ჩრდილო კალთაზე არიდული ნათელი ტყეა, სადაც უმეტესად ხარობს ღვია. მდინარე არმაზისხევის სათავესთან, მაღალ კლდოვან მთაზე, გაშენებულია არმაზის ციხე.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Топографическая карта K-38-78 — 1 : 100 000. Тбилиси. 1983
  2. თბილისი. ეკონომიურ-გეოგრაფიული დახასიათება, თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1957, გვ. 29
  3. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. ტ. 122, გეოგრ-გეოლოგ. სერია, IV, 1967, გვ. 182
  4. ზაქარაია პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 234.