მცურავები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მცურავები | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
მცურავი-მარტორქა (Rhynchophis boulengeri)
|
||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
|
||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Colubrinae | ||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
მცურავები (Colubrinae) - კრებითი სახელწოდება, რომელიც აღნიშნავს ანკარასებრთა ოჯახის გველების რამდენიმე გვარს. მათი სიგრძე 3,5 მ-ს აღწევს. მცურავების 90-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია შუა და სამხრეთ ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. ბინადრობენ ველებზე, ნახევრადუდაბნოებში, უდაბნოებში, დაბლობისა და მთის ტყეებში. მეტად მოძრავი არიან. იკვებებიან წვრილ-წვრილი ხერხემლიანებით (ახალგაზრდები — მწერებით). უმრავლესობა მსხვერპლს სხეულის რგოლებით ან მიწაზე მიჭერით გუდავს. მრავლდებიან კვერცხებით. საქართველოში გვხვდება 7 სახეობის მცურავები, ამათგან 3 ეკუთვნის Coluber-ის გვარს, 4 — Elaphe-ს გვარს.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- თ. მუსხელიშვილი, ქსე, ტ. 7, გვ. 255, თბ., 1984
სტატიის