მფრინავი თევზისებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მფრინავი თევზისებრნი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Exocoetidae | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
მფრინავი თევზისებრნი (Exocoetidae) — თევზების ოჯახი სარღანისნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 45 სმ აღწევს. აქვთ ძალიან გრძელი და ფართო მკერდის ფარფლები, რომელთა საშუალებითაც შეუძლიათ წყლის ზედაპირიდან 10 მ-მდე აფრენა და 100 მ-ზე გადაფრენა. ეს ფარფლები წონასწორობის ფუნქციასაც ასრულებენ. წყალში მოძრაობის ორგანოა კუდის ფარფლი, რომლის ქვედა ლაპოტი ზედაზე გრძელია. ოჯახში 6 გვარის 60 სახეობაა. ბინადრობენ უმთავრესად ატლანტის, ინდოეთის და წყნარი ოკეანეების ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში. პეტრე დიდის ყურეში, სადაც ზაფხულში ზოგჯერ გვხვდება იაპონური მფრინავი თევზისებრნი (Cheilopogon heterurus) და ჩვეულებრივი გრძელფარფლა (Exocoetus volitans). იკვებებიან წვრილი პლანქტონური ორგანიზმებით. მცირე სამეურნეო მნიშვნელობა აქვთ. ძირითადად იაპონიაში იჭერენ.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 235, თბ., 1984 წელი.