სარღანისნაირნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სარღანისნაირნი
Beloniformes.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Beloniformes

სარღანისნაირნი (ლათ. Beloniformes) — თევზების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 36—150 სმ აღწევს. ფართოდ არიან გავრცელებული თბილ და ზომიერ წყლებში. რიგში გაერთიანებულია 4 ოჯახი: ნახევარდინგასებრნი, მფრინავი თევზისებრნი, სარღანისებრნი და მაკრელისებრნი. ნახევარდინგასებრთა და სარღანისებრთა ოჯახების თევზების ძვლები მწვანეა, რაც განპირობებულია მათში ნაღვლის პიგმენტის — ბილივერდინის არსებობით. სარღანისნაირთა ზღვის ფორმები მრავლდებიან ქვირითით, ხოლო ზოგიერთი მტკნარი წყლის ფორმები ცოცხლადმშობია.

ლიტერატურა[რედაქტირება]