მუჰამედ გაბდულხაი-კურბანგალიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გვიან 1930-იანი წლები. იაპონელი ნაციონალისტი ლიდერები და ემიგრანტი თურქულენოვანი საზოგადოებების ლიდერი. მუჰამედ-გაბდულხაი კურბანგალიევი დგას მეორე რიგში მარცხნიდან მეორე.

მუჰამედ გაბდულხაი-კურბანგალიევი (ბაშკ. Мөхәмәтғәбделхәй Ҡорбанғәлиев, რუს. Мухамме́д-Габдулха́й Курбангали́ев, იაპონ. ムハンマド・ガブドゥルハイ・クルバンガリ 1889—1972) — ბაშკირების რელიგიური ლიდერი, სახალხო და პოლიტიკური ფიგურა XX საუკუნის დასაწყისში.

ის 1889 წელს სოფელ მედიაკში, ორენბურგის გუბერნიის ჩელიაბინსკის პროვინციაში, (დღესდღეობით არგაიაშსკისის რაიონში, ჩელიაბინსკის ოლქი, რუსეთი) ადგილობრივი ისლამური საზოგადოების ლიდერის ოჯახში დაიბადა. მისი მამა გაბიდულა კურბანგალიევი იყო ადგილობრივი იმამ ხათიბი და რელიგიის მასწავლებელი, რომელსაც ჰყავდა მიმდევრები (მურიდები).

სწავლება ადგილობრივ მედრესებში შემდგომ კი რასულია მედრესებში დააფუძნა მისმა მამამ, რომელიც ტროიტსკში მდებარეობს. ის ასწავლიდა საკუთარი სოფლის მედრესებში. მას ნამდვილად გააჩნდა პერსპექტიული სასულიერო კარიერა. 1916 წელს იგი ემზადებოდა გამხდარიყო რუსეთის მუფთიის ხელმძღვანელი, როგორც მუხამატ-საფა ბაიაზიტოვის მემკვიდრე. ეს გეგმები ჯერ რუსეთის რევოლუციამ ჩაშალა, ხოლო შემდგომ სამოქალაქო ომმა. 1916 წელს მუჰამედ კურბანგალიევმა დაიკავა სანქტ-პეტერბურგის მუსლიმების რაიონის უფროსის პოსტი.


სამოქალაქო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წელს გააქტიურდა, როგორც ბაშკირეთის საზოგადო მოღვაწე და იცავდა ბაშკირეთის საზოგადოების ინტერესებს დრამატული პოლიტიკური და სოციალური ცვლილების ფონზე. მან ხელი შეუწყო არგაიაშის ეროვნული ოკრუგის გაძლიერებას, რომელიც ბაშკირეთის ეთნიკური ადმინისტრაციული რეგიონია ჩრდილოეთში, დღევანდელი ჩელიაბინსკის ოლქი. 1917 წლის აგვისტოსა და ივლისში მონაწილეობა მიიღო პირველ და მეორე ბაშკირეთის კონგრესში (კურულთაი). მან დაიცვა ბაშკორტოსტანის მუსლიმური საზოგადოების ავტონომიური სასულიერო ადმინისტრაცია, მიწების ნაციონალიზაციის წინააღმდეგ, ყველა ფორმატში. მამასთან ერთად მონაწილეობდა ბაშკირეთის ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობებში , როგორც ზეკი ველიდი ტოგანის მთავარი მოწინააღმდეგე. ის არ ეთანხმებოდა ველიდის, როდესაც ამ უკანასკნელმა დაიჭირა საბჭოთა მხარე, რომ ბაშკირეთს შეენარჩუნებინა ავტონომია, ამ დროს კი ყველა ბაშკირი მხარს უჭერდა ალექსანდრე კოლჩაკის დანიშვნას.

იგი მონაწილეობდა თეთრ მოძრაობაში და გახდა ბაშკირეთის სამხედრო ერთეულის ერთ-ერთი ლიდერი კოლჩაკის ჯარში.

1919 წლის ზაფხულში მან ცადა წესრიგში მოეყვანა ახალი ბაშკირეთის კონგრესი ქალაქ ჩელიაბინსკში, მაგრამ შემდეგ უკან დაიხია კოლჩაკის არმიასთან ერთად. იგი შევიდა ალიანსში თეთრი მოძრაობის სამხედრო ლიდერებთან: ვლადიმირ კაპელთან, რომან უნგერნ ფონ სტერნბერგთან და გრიგორი სემიონოვთან ერთად, რათა დაეცვა ბაშკირეთის ინტერესები.

ემიგრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920 წლის ოქტომბერში კოლჩაკის არმიამ ბაშკირეთის ჯართან ერთად განიცადა დიდი მარცხი, რის შედეგადაც ქალაქი ჩიტა გადასცა წითელ არმიას. მუჰამედ კურბანგალიევი ემიგრაციაში წავიდა, მანჯურიაში, სადაც მან სცადა ერთად შეეკრიბა ემიგრაციაში მყოფი ბაშკირები და თურქულენოვანი საზოგადოება, რათა მათ შორის წესრიგში მოეყვანა ტრადიციული ისლამური რელიგია, რომელიც მხარს უჭერდა მშობლიური ენის სწავლებას. ის მუშაობდა, როგორც იმამი და მუდარისი (მასწავლებელი).

1924 წელს ის გადავიდა იაპონიაში. მან დააარსა მუსლიმური საზოგადოება (მაჰალაჰი - ისლამია) ტოკიოში და გახდა მისი რელიგიური ლიდერი. 1927 წელს გახსნა სკოლა იაპონელი მუსლიმებისთვის. 1928 წელს მოიწვია ყველა იაპონელ მუსლიმთა კონგრესი. დაიწყო წიგნების არაბულად ბეჭვდა. მოგზაურობდა იაპონიაში და ქადაგებდა ისლამს, გამოაქვეყნა რამდენიმე წიგნი თურქულენოვან ხალხზე და მათ ისტორიაზე.

კურბანგალიევის მიერ დაარსებული მეჩეთი ტოკიოში

1932-1936 წლებში მან დააარსა მუსლიმური საზოგადოება მანჩუკუოში, მედრესე მუკდენში. გამოქვეყნა პირველი ყურანი შორეულ აღმოსავლეთში.

მან განავითარა ურთიერთობები კორეის და მანჩურიანის ბიზნესმენებთან და დაამყარა მჭიდრო პერსონალური ურთიერთობები იაპონიის სამხედრო ლიდერებთან: ოგასავარა ნაგანარისთან, ნანგო ჯუდიროსთან, პოლიტიკოს ოკუმა სიგენობუსთან და ტოიამა მიტსურუსთან (გენიოშას ლიდერი). მან ასევე მიიღო ფინანსური მხარდაჭერა იაპონელი ოლიგარქების მხრიდან მისი რელიგიური და საზოგადოებრივი აქტივობების მხარდასაჭერად.

1938 წლის 12 მაისს მან გახსნა მეჩეთი „ისლამია“ ტოკიოში და გახდა იაპონიის პირველი მუფთი. იაპონიის მუსულმანი ემიგრანტი საზოგადოება ჩართული იყო საერთაშორისო პოლიტიკაში და ხელს უწყობდა იაპონიის გაფართოებას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რათა გაენთავისუფლებინათ თავიანთი ეთნიკური სამშობლო კომუნისტური წესისგან. მიუხედავად ამისა მუჰამედ კურბანგალიევის საქმიანობა აბრკოლებდა იაპონიის გამართულ პოლიტიკას მუსლიმური გაერთიანებების მიმართ, ამიტომ ხელისუფლებამ მისი „ნებაყოფლობითი გამგზავრება“ მოაწყო დალიანში, მანჯურიაში.

მუჰამედ კურბანგალიევმა იაპონიაში დაიცვა ისლამის თანასწორუფლებიანობა სხვა რელიგიებთან. 1939 წელს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ჰირანუმა კიჩირომ განაცხადა, რომ ისლამი იაპონიაში ისეთივე მნიშვნელობის იყო, როგორც ბუდიზმი და ქრისტიანობა.

დაკავება, პატიმრობა, შემდგომი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1945 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა მუჰამედ კურბანგალიევი დააპატიმრა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა (საბჭოთა საიდუმლო პოლიცია), მას მიუსაჯეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა „სამშობლოს ღალატის“ გამო. ის ვლადიმირის ცენტრალურ ციხეში 1955 წლამდე იჯდა.

მისი განთავისუფლების შემდეგ თავის მშობლიურ მხარეში დაბრუნდა. იგი დასახლდა სოფლის საზოგადოებასთან ახლოს ჩელიაბინსკში, სადაც მსახურობდა მოლად და გარდაიცვალა 1972 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]