მუსა ადილოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუსა ადილოვი
დაბადების თარიღი 5 სექტემბერი, 1959
შაბრანი, შაბრანის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 19 მარტი, 2004
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
დაკრძალულია შაბანის გალაგანის სასაფლაო
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი

მუსა ადილოვი (აზერ. Musa Adilov, სრული სახელი:Musa Ramazan oğlu Adilov; დ. 5 სექტემბერი, 1959, შაბრანი — გ. 19 მარტი, 2004, ბაქო) — შავი იანვრის მოწამე.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1959 წლის 5 სექთემბერს დავაჩიში. 10 წლის ასაკში იგი მარცხენა ბარძაყის დაზიანებით, დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა ბაქოს სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრში.[2]

შავი იანვრის ტრაგედიის დღეს, როდესაც ის და მისი მეზობელი სოფელ საბუნჩიდან აეროპორტისკენ მიემგზავრებოდნენ, მას ზურგში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის საბუნჩის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია ჩაუტარდა, სხეული ნამსხვრევებით დაფარული დარჩა. შედეგად მუსა მე-2 ჯგუფის ინვალიდი გახდა და მკურნალობის მიუხედავად მისი ჯანმრთელობა ყოველწლიურად უარესდებოდა. იგი გარდაიცვალა 2004 წლის 19 მარტს მუცლის ღრუში მიყენებული ჭრილობის შედეგად გამოწვეული გართულებით. შაბრანის გალაგას სასაფლაოზე დაკრძალეს.


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]