მრავალჯერადი კოორდინატული მაერთებელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მრავალჯერადი კოორდინატული მაერთებელი — რელეური ტიპის საკომუნიკაციო მოწყობილობა, რომელსაც უმთავრესად საქალაქო, სასოფლო და საქალაქთაშორისო კოორდინატული ტიპის ავტომატური ტელეფონისა და ტელეგრაფის სადგურებში იყენებენ. ამ მოწყობილობას მრავალჯერადს იმიტომ უწოდებენ, რომ მისი მეშვეობით ერთდროულად არის შესაძლებელი რამდენიმე (20-მდე) კავშირის დამყარება, ხოლო კოორდინატულს იმის გამო, რომ ყოველი შეერთების ადგილს განსაზღვრავს მოძრავი (ვერტიკალური და ჰორიზონტალური) ტალღების გადაკვეთის წერტილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]