მოსკოვის სულიწმინდის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის სულიწმინდის ტაძარი
მოსკოვის სულიწმინდის ტაძარი — რუსეთი
მოსკოვის სულიწმინდის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°42′13″ ჩ. გ. 37°36′32″ ა. გ. / 55.70361° ჩ. გ. 37.60889° ა. გ. / 55.70361; 37.60889
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7732821001
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ფიოდორ შესტაკოვი[1]
თარიღდება XVIII საუკუნე

მოსკოვის სულიწმინდის ტაძარი (რუს. Храм Сошествия Духа Святого) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVIII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთის ადმინისტრაციული ოლქის დონის რაიონში, დანილოვის სასაფლაოს ტერიტორიაზე. ტაძრის წინამძღვარია დიაკვანი გენადი ბოროზდინი (2012 წლის 1 აგვისტოდან).

ტაძარში მოქმედებ სამი საკურთხეველი: მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია სულთმოფენობის სახელზე. ეგვტერები კი წმინდა ანას (ღვთისმშობლის დედა) და ხერსონელი მღვდელმოწამეების (წმინდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე)[2] სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანილოვის სასაფლაო გაიხსნა 1771 წელს, შავი ჭირის ეპიდემიის დროს დანილოვის მონასტრის სლობოდაში, ხოლო ერთი წლის შემდეგ ააგეს ხის ეკლესია ხერსონელი წამებულების სახელზე. ახლად აგებული ტაძარი აკურთხეს 1772 წლის 31 დეკემბერს[3].

ქვის ეკლესია ააგეს მოძველებული ხის ეკლესიის ადგილზე 1829 და 1838 წლებს შორის ს. ლ. ლეპეშკინის ფინანსებითა და არქიტექტორ ფიოდორ მიხეილის ძე შესტაკოვის პროექტის მიხედვით. ტაძარი აკურთხეს 1838 წლის 25 სექტემბერს. ახალი ტაძრის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს სულიწმინდის გარდამოსვლის - სულთმოფენობის სახელზე, ხოლო ეგვტერები ხერსონელი წამებულებისა და წმინდა ანას მიძინების სახელზე. 1832 წელს შედგენილი ტაძრის კანკელი შემონახულია დღევანდელ დღემდე[3].

XX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1922 წელს ეკლესიიდან დაიტაცეს 7 ფუთი ოქროსა და ვერცხლის საეკლესიო ფასეულობები[3].

1929 წელს, სიმონოვის მონასტრის დახურვის შემდეგ სულიწმინდის ეკლესიაში გადაიტანეს მონასტრის სიწმინდეები: ივერიის ღვთისმშობლის ხატი, ღვთისმშობლის ხატი „მსწრაფლშემსმენელი“, სერაფიმ საროველის ხატი[3].

საბჭოთა ხელისუფლების დროს, 1930-იანი წლების რელიგიური დევნის პერიოდში ეკლესია არ დახურულა და იყო ერთადერთი სასაფლაოს ეკლესია მოსკოვში, რომელიც არ ჩავარდა ობნოვლენცების ხელში. 1941 წლის 13 ოქტომბერს მოსკოვიდან ევაკუაციის წინ პატრიარქის თანამოსაყდრემ მიტრპოლიტმა სერგი სტრაგოროდსკიმ ტაძრის საპატიო წინამძღვრად დანიშნა მთავარეპისკოპოსი ალექსი პალიცინი და მიანიჭა ვოლოკამსკის მთავარეპისკოპოსის ტიტული[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]