მოონზუნდის თავდაცვითი ოპერაცია (1941)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მოონზუნდის ოპერაცია.

მოონზუნდის თავდაცვითი ოპერაცია — საბჭოთა ჯარების მიერ მოონზუნდის არქიპელაგის კუნძულების დაცვა 1941 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს. ტალინის დატოვების შემდეგ მოონზუნდის არქიპელაგების კუნძულების გარნიზონი გერმანელთა ღრმა ზურგში აღმოჩნდა. კუნძულებს იცავდნენ მე-8 არმიისა და ბალტიის ფლოტის ცალკეული ნაწილები. თავდაცვას ხელმძღვანელობდა გენერალი ა. ელისეევი. კუნძულების ხელში ჩასაგდებად იბრძოდა გერმანელთა 2 ქვეითი დივიზია. 11 სექტემბერს გერმანელებმა კ. ვორმსი დაიკავა. 14 სექტემბერს დაიწყო დესანტის გადასხმა ერთდროულად კ. მუჰუსა და კ. საარემააზე, ლიუსა და კიიგუსტეს ყურეებში გერმანელთა დესანტი უკუგდებულ იქნა. 17 სექტემბერს საბჭოთა ჯარებმა დატოვეს კ. მუჰუ და კ. საარემააზე გადავიდნენ. იმავე დღეს გერმანელებმა ორისაარის პოზიცია გაარღვია, 23 სექტემბერს საბჭოთა ჯარებმა ნახევარკუნძულ სირვესკენ დაიხიეს. 4 სექტემბერს გარნიზონის მცირე ნაწილი ევაკუირებულ იქნა კ. ჰიიუმააზე. 12 ოქტომბერს გერმანელებმა დაიწყეს კ. ჰიიუმააზე დესანტის გადასხმა და გააფთრებული ბრძოლების შემდეგ მხოლოდ 2 პლაცდარმის დაკავება მოახერხა. კუნძულის გარნიზონი 6 დღე-ღამის განმავლობაში ებრძოდა გერმანელებს. 18 ოქტომბერს დაიწყო კუნძულის გარნიზონის ევაკუაცია. ნახევარკუნძულ ჰანკოსა და კ. ოსმუსაარზე საბჭოთა ჯარებმა მოონზუნდის თავდაცვით ოპერაციაში გერმანელთა 50 ათასზე მეტი ჯარისკაცი მიიზიდეს და ამით მნიშვნელოვნად დაასუსტეს მათი დაჯგუფება, რომელიც ლენინგრადს უტევდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]