მონიკ ოჰსან ბელეპო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მონიკ ოჰსან ბელეპო | ||
| მავრიკის პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 31 მარტი, 2012 – 21 ივლისი, 2012 | ||
| პრემიერ-მინისტრი | ნავინ რამგულამი | |
| წინამორბედი | ანერუდ ჯაგნოტი | |
| მემკვიდრე | რაჯკესვურ პურიაგი | |
|
მავრიკის ვიცე-პრეზიდენტი
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 12 ნოემბერი, 2010 – 31 მარტი, 2012 | ||
| პრეზიდენტი | ანერუდ ჯაგნოტი | |
| წინამორბედი | ანგიდი ჩეტიარი | |
| მემკვიდრე | ვაკანტურია | |
|
|
||
| დაბადებული | 1942 |
|
| პოლიტიკური პარტია | მუშათა პარტია | |
მონიკ ოჰსან ბელეპო (ინგლ. Monique Ohsan Bellepeau; დ. 1942) — მავრიკის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი 2010-2012 წწ. და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2012 წლის 31 მარტიდან 21 ივლისამდე. მავრიკის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში და 2010 წლის 12 ნოემბერს, ვიცე-პრეზიდენტ ანგიდი ჩეტიარის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. 2012 წლის 31 მარტს პრეზიდენტ ანერუდ ჯაგნოტის გადადგომის შემდეგ გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
გათხოვილი იყო ივ ჯოზეფ ბელეპოზე, რომელიც გარდაიცვალა მეუღლის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებიდან 3 დღეში.