შინაარსზე გადასვლა

მონანიება (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მონანიება“
დამდგმელი რეჟისორი თენგიზ აბულაძე
როლებში ავთანდილ მახარაძე
ია ნინიძე
ზეინაბ ბოცვაძე
ქეთევან აბულაძე
მერაბ ნინიძე
ედიშერ გიორგობიანი
კახი კავსაძე
ნინო ზაქარიაძე
ვერიკო ანჯაფარიძე
მუსიკა ნანა ჯანელიძე (გაფორმება)
ოპერატორი მიხელ აგრანოვიჩი
მონტაჟი გულნარა ომიაძე
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1984
ხანგრძლივობა 153 წთ.
კადრი ფილმიდან „მონანიება“

მონანიება“ — თენგიზ აბულაძის ფილმი, ტრილოგიის ბოლო ნაწილი. გადაღებულ იქნა 1984 წელს. მიღებული აქვს კანის მე-40 საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზი: მთავარი ჟიურის სპეციალური პრიზი, კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის და კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია „ფიპრესი“; პრიზები ჩიკაგოსა და ჰეუგესუნის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ყველა 1987; იტალიის კინემატოგრაფისტთა ეროვნული ასოციაციის პრემია საუკეთესო საზღვარგარეთული ფილმისათვის, 1988). ტრილოგიისათვის აბულაძეს 1988 წელს ლენინური პრემია მიანიჭა.

ფილმი პრემიერამდე არალეგალური გზით, ვიდეოკასეტებით ვრცელდებოდა. „მონანიების“ პირველი ჩვენება ტრიუმფით გაიმართა მოსკოვში.[1]

დაჯილდოება კატეგორია ნომინანტი შედეგი
ოქროს გლობუსი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი ნომინირებული
კანის კინოფესტივალი ჟიურის გრანპრი თენგიზ აბულაძე მოგებული
ფიპრესის პრიზი თენგიზ აბულაძე მოგებული
ეკუმენური ჟიურის პრიზი თენგიზ აბულაძე მოგებული
ოქროს პალმის რტო თენგიზ აბულაძე ნომინირებული
ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალი საუკეთესო მსახიობი ავთანდილ მახარაძე მოგებული
ნიკა საუკეთესო მსახიობი ავთანდილ მახარაძე მოგებული
საუკეთესო ოპერატორი მიხაილ აგრანოვიჩი მოგებული
საუკეთესო რეჟისორი თენგიზ აბულაძე მოგებული
საუკეთესო ფილმი თენგიზ აბულაძე მოგებული
პროექტის საუკეთესო დიზაინერი გიორგი მიქელაძე მოგებული
საუკეთესო სცენარი თენგიზ აბულაძე, ნანა ჯანელიძე, რეზო კვესელავა მოგებული

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: