მომღერლების ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მომღერლების ხიდი
Певческий мост
კოორდინატები 59°56′24″N 30°19′10″E / 59.940011° ჩ. გ. 30.319364° ა. გ. / 59.940011; 30.319364
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო, საავტომობილო
სიგრძე 30 მ
სიგანე 72,18 მ
გახსნის თარიღი 1834
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810699005

მომღერლების ხიდი (რუს. Певческий мост) — ხიდი სანქტ-პეტერბურგში მდინარე მოიკაზე. მდებარეობს ცენტრალურ რაიონში. აკავშირებს საადმირალოს პირველ კუნძულსა და ყაზანის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 30 მეტრი, სიგანე - 72,18 მ. ესაა სიგანით მეოთხე ხიდი სანქტ-პეტერბურგში ყაზანის ხიდის, მეაფთიაქეების ხიდისა და ლურჯი ხიდის შემდეგ. ხიდის მთავარი ღირსშესანიშნაობაა თუჯის აჟურული მოაჯირი. არის ისტოორიისა და კულტურის ძეგლი.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი წარმოადგენს სასახლის მოედნის გაგრძელებას. ხიდთან ახლოს მდებარეობს ზამთრის სასახლე, მთავარი შტაბის შენობა, ალექსანდრეს კოლონა, ალექსანდრე პუშინის სახლ-მუზეუმი.

დინების ზემოთში მდებარეობს დიდი კონიუშენის ხიდი, ხოლო ქვემოთში — მწვანე ხიდი.

უახლოესი მეტროსადგურებია „საადმირალო“, „გოსტინი-დვორი“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება ოფიციალურად მიანიჭეს 1840 წლის 22 ნოემბერს და მომდინარეობს მის წინ მდებარე მომღერალთა კაპელისაგან (ამჟამად სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო აკადემიური კაპელა).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხის ხიდი ამ ადგილზე ააგეს 1834 წელს არქიტექტორ ოგიუსტ მონფერანის პროექტის მიხედვით და განკუთვნილი იყო ალექსანდრეს კოლონის გახსნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილე ჯარის სასახლის მოედანზე გადასასვლელად.

1838-1840 წლებში სასახლის მოედნის ანსამბლის დასრულების პროცესში ხის ხიდი შეცვალეს თუჯის ერთმალიანი თაღოვანი ხიდით, რომელიც ააგეს ინჟინერ ეგორ ადამის პროექტის მიხედვით უილიამ გესტეს ძირითად პროექტზე დაყრდნობით. ხიდზე დაამონტაჟეს თუჯის აჟურული მოაჯირები, თუ ვის მიერაა შესრულებული აღნიშნული მოაჯირები, ცნობილი არაა. სავარაუდოდ მოაჯირი შეასრულეს ვასილი სტასოვისა და კარლ როსის ნახატების მიხედვით. მეტალის კონსტრუქციები დაამზადეს ალექსანდროვსკის თუჯის ქარხანაში. 1840 წლის 6 დეკემბერს შედგა ხიდის საზეიმო გახსნა. პირველად ხიდზე გაიარა იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა ოჯახითურთ.

1937 წელს გზის სავალი ნაწილი მოაასფალტეს. 2003-2004 წლებში მიმდინარეობდა ხიდის კაპიტალური რემონტი. რემონტის პროექტი შეიმუშავეს მშენებლობაპროექტის ინსტიტუტის ინჟინრებმა ტ. კუზნეცოვმა, ა. სელივესტროვმა და ი. შესტაკოვამ.

2004 წლის 18 აგვისტოს სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის ვალენტინა მატვიენკოს მონაწილეობით შედგა რეკონსტრუირებული ხიდის მშენებლობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — С. 85—86. — 280 с.
  • Блэк И., Ротач А. Чугунные арочные мосты в Ленинграде // Архитектурное наследство. — 1955. — № 7. — С. 143—156.
  • Волкова М. П. История Певческого моста через Мойку в Санкт-Петербурге // История Санкт-Петербурга. — СПб.: Нестор, 2007. — № 6 (40). — С. 78—82.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 469—470. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 332. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]