მიხეილ მურატოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ მურატოვი
დაბ. თარიღი 29 თებერვალი (13 მარტი), 1908
დაბ. ადგილი მოსკოვი[1]
გარდ. თარიღი 30 აგვისტო, 1982(1982-08-30) (74 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 რუსეთის რესპუბლიკა
 საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
საქმიანობა გეოლოგი
მუშაობის ადგილი სერგო ორჯონიკიძის სახელობის რუსეთის სახელმწიფო გეოლოგიური სამძებრო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
ჯილდოები სტალინური პრემია, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია და შრომის წითელი დროშის ორდენი

მიხეილ ვლადიმერის ძე მურატოვი (რუს. Муратов, Михаил Владимирович; დ. 13 მარტი [ ძვ. სტ. 29 თებერვალი] 1908, — გ. 30 აგვისტო, 1982) — რუსი გეოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1962).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1959 წლიდან მოსკოვის გეოლოგიური დაზვერვის ინსტიტუტის ისტორიული და რეგიონალური კათედრის გამგე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1957-იდან). სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ტექტონიკის კომიტეტის თავმჯდომარე (1965 წლიდან).

მურატოვის ძირითადი სამეცნიერო შრომები შეეხება ტექტონიკის თეორიული საკითხების პრობლემებს, კერძოდ, მსოფლიოს ნაოჭა სარტყლების ტექტონიკურ აგებულებას. მურატოვი ერთ-ერთი ავტორი და რედაქტორია სსრკ-ის, ევროპისა და საერთოდ, მსოფლიოს ტექტონიკური და გეოლოგიური რუკებისა.

სსრკ სახელმწიფო პრემია (1951 და 1969) შრომისთვის „სსრკ-ის სამხრეთ ევროპული ნაწილისა და მოსაზღვრე ქვეყნების ალპური გეოსინკლინური სარტყლის ტექტონიკა და განვითარების ისტორია“ (1949), ევრაზიის ტექტონიკური რუკის შედგენისთვის (1: 5 000 000) და ასევე მონოგრაფიისათვის „ევრაზიის ტექტონიკა“ (1966).

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Главнейшие эпохи складчатости и мегастадии развития земной коры, „Геотектоника“, 1965, № 1;
  • Главнейшие структурные элементы материков, их взаимоотношения и возраст, в кн.: Международный геологический конгресс. 24 сессия. Доклады советских геологов. Проблема 3. Тектоника, М., 1972.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]