მიხეილ ლაბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ ლაბაძე
დაბ. თარიღი 13 მარტი, 1927(1927-03-13)
დაბ. ადგილი ხაშური, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 1992
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ინჟინერი
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და შრომითი მამაცობის მედალი

მიხეილ ლაბაძე (დ. 13 მარტი, 1927, ხაშური — გ. 1992) — ქართველი ინჟინერი.

1952 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით.

მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს № 1 სამშენებლო ტრესტ „ამიერკავკასმეტალურგმშენის“ სისტემაში სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს ინჟინრად, საწარმოო კომბინატის მთავარ ინჟინრად; იმავე სამინისტროს № 9 სამშენებლო ტრესტის რკინაბეტონის კომბინატის მთავარ ინჟინრად, დირექტორად, ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1972-1990 წლებში იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს № 3 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინერი, № 4 სამშენებლო ტრესტისა და ტრესტ „საქსოფლმშენინდუსტრიის“ მმართველი; უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქართლსა და კახეთში საზოგადოებრივი, კულტ-საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტების მშენებლობაში, სოფლად მშენებარე ობიექტებზე ინდუსტრიული მეთოდების დანერგვაში.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • მედალი „შრომითი მამაცობისთვის“
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 332-333

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]