მიწის შავი ხვატარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიწის შავი ხვატარი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Euxoa nigricans (Linnaeus, 1761)

მიწის შავი ხვატარი (ლათ. Euxoa nigricans) — მწერი პეპლების რაზმისა. მათი ფრთების შლილი აღწევს 36-38 მმ-ს. წინა ფრთები შავი ან მუქი ყავისფერია, უკანა — მუქი ნაცრისფერი. კვერცხები თეთრია, მატლი — ნაცრისფერი, ჭუპრი — მუქი ყავისფერი. ზამთრობს ნიადაგში მატლის ფაზაში, აზიანებს ბოსტნეულ და მინდვრის კულტურებს. პეპლები ივლისის ბოლოდან სექტემბრამდე ფრენენ. კვერცხებს დებენ ნიადაგში. საქართველოში წელიწადში ერთ თაობას იძლევა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]