მიშეცკის ელჩობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიშეცკის ელჩობა1641-1643 წლებში რუსეთის სახელმწიფოს ელჩობა კახეთის სამეფოში. მეთაურობდა თავადი ეფიმ თედორეს ძე მიშეცკი. ელჩობა მოსკოვიდან გაემგზავრა 1641 წლის 9 ივლისს და დერბენდ-დარიალის გზით 2 აგვისტოს კახეთში ჩავიდა. კახეთის მეფემ თეიმურაზ I-მა ელჩობა 1 სექტემბერს მიიღო. მოლაპარაკების დროს თეიმურაზ I რუსეთის სახელმწიფოსაგან სამხედრო დახმარებას ითხოვდა, მაგრამ ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 1642 წლის 26 ოქტომბერს მიშეცკის ელჩობა კახეთიდან გაემგზავრა. ელჩობის ანგარიშში თავმოყრილია მნიშვნელოვანი მასალები კახეთის სამეფოს, მისი ცალკეული ადგილების (ალავერდის, გრემის, ზაგემის, შუამთისა და სხვა ადგილები) შესახებ, საერთოდ აღმოსავლეთ საქართველოსა და აგრეთვე კავკასიისა და კასპიისპირეთის ოლქების შესახებ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Полиевктов М. А., Европейские путешественники ХIII-XVIII вв. по Кавказу, Тфл., 1935;